სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენის სწავლება ჩვენთან უმაღლეს ხარისხშია აყვანილი“- დიდი არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი მანია პოღოსიანი
23-09-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. სკოლის დირექტორ მანია პოღოსიანისთვის სასწავლო პროცესის განახლება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც სერიოზულ მზადებას მოითხოვს - პედაგოგები ერთად ადგენენ სასწავლო გეგმას, ერთმანეთს უზიარებენ სიახლეებს, გეგმავენ საზეიმო მიღებას და დიდი პასუხისმგებლობით ემზადებიან მოსწავლეთა დასახვედრად.

ტრადიციულად, წელსაც სასწავლო პროცესი სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. სკოლაში სადაც, სულ 100 მოსწავლე ირიცხება, ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ. 

2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი დიდი არაქალის საჯარო სკოლის 10 პირველკლასელისთვის დაირეკა. 

„​ყოველწლიურად განსაკუთრებულად ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, თანამშრომლები ვადგენთ სასწავლო გეგმას, ერთმანეთს ვუზიარებთ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს და ვემზადებით მოსწავლეთა დასახვედრად. ყოველთვის დიდი ღონისძიებებით ვხვდებით მოსწავლეებს, არც წელს ყოფილა გამონაკლისი. ზეიმს პირველ რიგში საქართველოს ჰიმნით და დროშის აღმართვით ვიწყებთ, შემდგომ მე და პედაგოგები მივმართავთ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით და  ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მოსწავლეებს სწავლისკენ მოვუწოდებთ, პედაგოგებს კი ნაყოფიერ და წარმატებულ აკადემიურ წელს ვუსურვებთ. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი წარმოდგენა გამართეს, იყო სიმღერები, ცეკვები, ლექსები და დიდი სიხარული. ჩვენს პატარა პირველკლასელებს საზეიმოდ გადავეცით კომპიუტერები, სახელმძღვანელოები, მათ საკლასო ოთახებში სიურპრიზებიც დახვდათ - წიგნები და სკოლის სახელით შეძენილი სასკოლო ნივთები. პატარები გაბრწყინებული თვალებით გვიყურებდნენ, სასკოლო ცხოვრების დაწყება ზეიმად ვუქციეთ, ვაგრძნობინეთ, თუ რაოდენ ძვირფასები და საყვარლები არიან ჩვენთვის“,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში 29 გამოცდილი პედაგოგი ასწავლის. სწავლება აქ მაღალ დონეზეა, რასაც თვალსაჩინოდ ადასტურებს კურსდამთავრებულთა მიღწევებიც. სკოლას ყოველ წელს ჰყავს მედალოსანი მოსწავლე. 

„სკოლაში 29 პროფესიონალი პედაგოგი გვყავს, აქედან მხოლოდ 3 პრაქტიკოსი, ერთი სპეცმასწავლებლი და ხუთი ბილინგური სწავლების პედაგოგი. სწავლება ჩვენს სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობს, თითოეული პედაგოგი გულს და სულს დებს მოსწავლეთა აღზრდაში, მათი განათლების ამაღლებასა და კარგ პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები. 8 კურსდამთავრებულიდან ორი ოქროსმედალოსანია, ოთხმა დედაქალაქის უნივერსიტეტებში ჩააბარა სასურველ ფაკულტეტზე და სახელმწიფოს სრული დაფინანსებაც მოიპოვა, ერთი ერევანში აგრძელებს სწავლას. რაც ამ სკოლას ვხელმძღვანელობ, ყოველ წელს გვყავს ოქროს მედალოსნები და წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან სასურველ პროფესიებს“,- აღნიშნავს მანია პოღოსიანი. 

მისი პროფესიული გზა ამავე სკოლაში იწყება და 20 წელიწადს ითვლის. ამავე სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ 15 წლის განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა, ბოლო ხუთი წელია დირექტორის პოზიციას იკავებს. 

„ეს სკოლა ჩემთვის ძვირფასია, ამ სოფელში დავიბადე, აქ ვისწავლე, სკოლის დამთავრების შემდეგ როგორც ბაკალავრიატი, ასევე მაგისტრატურა ერევანში დავამთავრე. დავუბრუნდი მშობლიურ სკოლას და 15 წელი მათემატიკას ვასწავლიდი, ბოლო 5 წელია დირექტორის პოზიციაზე ვარ. 

მიყვარს ჩემი სკოლა, მახარებს ყველას წარმატება, პედაგოგი იქნება თუ მოსწავლე. მთავარია, სკოლაში სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდეს. ამის მისაღწევად საჭიროა გაგება, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული დამოკიდებულება ყველა რგოლში - მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. მნიშვნელოვანია გაგებით მოეკიდო თითოეულ პიროვნებას, პატივი სცე მათ აზრს.​ 

ძალიან მიყვარს ბავშვები, ან როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს. ვმეგობრობ მათთან, ჩემს ინტონაციაზე ხვდებიან, როცა სიმკაცრეს ვიჩენ. ვფიქრობ, რომ ზღვარი მაინც უნდა არსებობდეს, რათა არ დაირღვეს ბალანსი“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას.

„ქართული ენის სწავლება ჩვენთან უმაღლეს ხარისხშია აყვანილი. რადგან მიმაჩნია, ქვეყანას, სადაც ცხოვრობ და რომლის მოქალაქეც ხარ, უნდა სცემდე პატივს და გიყვარდეს მისი ენა, ჩემი მოსწავლეებიც ხალისით სწავლობენ ენას და შესანიშნავი შედეგებიც აქვთ“,- ამბობს დირექტორი. 

მისი მიმართვა ახალგაზრდებისადმი ერთგვარი გზავნილი და შეხსენებაა, რომ სწავლა სინათლეა და მხოლოდ ცოდნით მიიღწევა მწვერვალები.

„ახალგაზრდებს მინდა გზა დავულოცო, ნათელი მომავლისკენ, ვურჩიო, რომ ისწავლონ, სწავლა სინათლეა და ამ ნათელი გზით მინდა იარონ“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები
საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები

მოსწავლეებმა მოუსმინეს მუსიკის ფრაგმენტებს და შეუსაბამეს წელიწადის დროების ამსახველ ბუნების სურათებს

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება