სიახლეები
სკოლები

„სიყვარულით, კომპეტენტურობით, უშუალო დამოკიდებულებით მიიღწევა წარმატება“ -ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა
23-09-2025
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლა, დირექტორის - ზურაბ თოდუას ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესის განახლებას, სრული მზადყოფნით შეხვდა. სათხუთმეტსექტემბროდ მოწესრიგდა სკოლის ფასადი, გარემონტდა საკლასო ოთახები. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. დირექტორი ზურაბ თოდუა და მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესის განახლებას დიდი შემართებითა და მოტივაციით ხვდებიან. 

წელს სკოლის კარი ხუთმა პირველკლასელმა შეაღო. სკოლაში მათ გულითადი დახვედრა მოუწყვეს. 

„სკოლაში 102 მოსწავლე ირიცხება, წელს 5 პირველკლასელი მივიღეთ, თუმცა შარშან 10 გვყავდა, დიდი და ლამაზი ღონისძიება მოვუწყვეთ ჩვენს მოსწავლეებს. როგორც ყოველთვის, მათ მისაღებად საგანგებოდ მოვემზადეთ, ჩვენი ხარჯებით გავარემონტეთ სკოლის ფასადი და ორი საკლასო ოთახი, პირველი კლასელებისთვის და მე-10 კლასისთვის. მოვიწვიეთ სკოლის კურსდამთავრებულები, ეზოში დიდი ზეიმი გაიმართა. მივმართე ბავშვებს სიტყვით, მივულოცე ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები ვუსურვე, კურსდამთავრებულებსა და დღეს უკვე სტუდენტებს კი წარმატება და სასახელო მომავალი ვუსურვე. პირველკლასელებს საზეიმოდ გადავეცით კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. მოვეფერეთ პატარებს, გულში ჩავიკარით და საკლასო ოთახებისკენ სიყვარულით გავუძეხით“, - ამბობს etaloni.ge-სთან საუბირისას სკოლის ხელმძღვანელი. 

მოსწავლეთა ხარისხიან და საფუძვლიან განათლებაზე კი საკუთარ საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებული პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ. როგორც დირექტორი აღნიშნავს, ისინი ბოლომდე იხარჯებიან და საუკეთესო შედეგსაც დებენ. კლასებში, სადაც საშუალოდ 10 მოსწავლე ზის ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, სადაც გათვალისწინებულია თითოეულის ინტერესები. 

„სკოლაში სულ 30 თანამშრომელია, მოსწავლეთა განათლებაზე კი 22 სერტიფიცირებული პედაგოგი ზრუნავს, მათგან ანა კიკაჩეიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს. 

საოცრად მოწესრიგებული, თავისი საქმის კარგად მცოდნე და დადებითი ადამიანები არიან, არ უჭირთ მოსწავლეებთან ურთიერთობა. კლასში, სადაც, საშუალოდ, ათი ბავშვი ზის, სწავლება უმაღლეს დონეზეა და მორგებულია თითოეული ბავშვის ინტერესებს. პედაგოგები ბოლომდე იხარჯებიან და საუკეთესო შედეგსაც დებენ. მხოლოდ წელს არ გვყოლია ოქროსმედალოსანი, ამ სასწავლო წელს დამამთავრებელი კლასის ორი წარჩინებული მოსწავლე გვყავს, რომლებიც ოქროს მედლის კანდიდატები არიან. 

წელს სკოლა 12-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ოთხმა ჩააბარა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, ერთ-ერთი სრული დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. მიყვარს და მახარებს თითოეული ჩვენი მოსწავლის წარმატება, ისინი ხომ ჩვენი ოჯახის წევრები არიან. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ოჯახის წევრი, გული არ შეგტკიოდეს მასზე“,- ამბობს დირექტორი და მოსწავლეთა გულმხურვალე გულშემატკივრად რჩება. 

ზურაბ თოდუა სკოლას 2008 წლიდან ხელმძღვანელობს და წარმატებას პროფესიის სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებულ მართვაში ხედავს.

„სკოლა და საერთოდ განათლების სისტემა ჩემთვის ორგანული, ახლობელი და კარგად ნაცნობია, სანამ ამ სკოლაში 2008 წელს დირექტორად დავინიშნებოდი​, მანამდე ხონში განათლების განყოფილების უფროსად ვმუშაობდი, შემდგომ დირექტორის გამოცდა ჩავაბარე და ლოტოტრონის მეშვეობით დავინიშნე ამ სკოლაში, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სად მოვხვდებოდი, რადგან ყველა სკოლას კარგად ვიცნობდი, მეგობრული და კეთილი დამოკიდებულება მქონდა როგორც დირექტორებთან ასევე პედაგოგებთან.

ამდენი წლის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საერთოდ სადაც არ უნდა მუშაობდე ხელმძღვანელის პოზიციაზე, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. რა უფლება აქვს ხელმძღვანელს ზევიდან უყუროს ვინმეს - მოსწავლე იქნება თუ მასწავლებელი.

სიყვარულით, კომპეტენტურობით, უშუალო დამოკიდებულებით მიიღწევა სრული კომფორტი და წარმატება. ამ თვისებებით უნდა მისცე მაგალითი სხვებს. სიყვარულის სულ პატარა მარცვალი რომელსაც გაიღებ, აუცილებლად გაღვივდება ადამიანის გულში და ლამაზ ნაყოფს გამოიღებს. რომელიც  უკან დაგიბრუნდება. შეიძლება ადამიანი გენიოსი იყოს, მაგრამ არ ქონდეს ეს თვისებები,  ასეთი ადამიანი არ გამოდგება სკოლაში ხელმძღვანელის თანამდებობაზე“,- აღნიშნავს ზურაბ თოდუა.

სკოლის მიზანი, როგორც დირექტორი განმარტავს, არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიურ შედეგებით - საჭიროა ახალგაზრდებმა ისწავლონ ერთგულება, პატივისცემა და შინაგანი პასუხისმგებლობა. ის მოსწავლეებს ურჩევს პატივი სცენ ერთმანეთს, მშობლებს, იყვენენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები. 

„ყოველთვის ვესაუბრები მოსწავლეებს და ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობას, უყვარდეთ, ჰქონდეთ ერთმანეთის იმედი, გვერდში დაუდგნენ  და პატივი სცეს ერთმანეთს,  არასდროს თქვან ტყუილი, (ეს სასტიკად მიუღებელია ჩემთვის), პატივი სცენ მშობლებს, უფროსებს, გამოადგნენ ქვეყანას. ასეთი ჩამოყალიბებულ, სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას ჩვენი სამშობლო და ისინი ქვეყანას ძალიან სჭირდება“,- დასძენს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება