| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატება საამაყოა, მათი სასწავლო მიღწევები კი წახალისებული. რაღა თქმა უნდა, მოტივირებული მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში და წარმატებაც სახეზეა.
მათ შორის მოსწავლეებმა სასახელოდ იასპარეზეს საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.
19 სექტემბერს, პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა, მირიან სამხარაძემ გინაზიის მოსწავლეებს ეროვნული არქივის ჩატარებულ 2025 წლის საგაზაფხულო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.
სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: საბა ბალახაძე, მარიამ კუჭაშვილი, გიორგი კურტანიძე, ანა ფიფია და დავით ჩხაიძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წარმატება ყოველთვის აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა