| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. პატარებს სკოლაში საყვარელი ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს და ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს.
სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რიზვან უსუფოვმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მანდატურებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას!
განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც მათთვის უცნობ სამყაროში პირველად შეაბიჯეს.
სასკოლო გარემოში ადაპტაციის გასაიოლებლად, სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო მხიარული ანიმატორების მოწვევა. სახალისო აქტივობებმა პატარებში დიდი ჟრიამული გამოიწვია.
საპატიო სტუმრებმა: ქალაქ საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლელა ფანოზიშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ალექსი გილაშვილმა მიულოცეს ჩვენს პატარებს და მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი უსურვეს. მადლობა მათ, მობრძანებისა და მხარში დგომისთვის!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა