| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში შემოდგომასავით ბარაქიანი და ფერადი ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო დერეფნები, საკლასო ოთახები.
სკოლის დირექტორმა - ია პაიჭაძემ, მოადგილე ქეთევან გველესიანმა და მასწავლებლებმა მიულოცეს მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება.
წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. პროექტებსა და არაფორმალურ განათლებაში აქტიური მონაწილეობისათვის მასწავლებლებს და კლასებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ამ დღეს, სკოლაში კურსდამთავრებულებსაც უმასპინძლეს. ახალგაზრდები ამ ღისშესანიშნავ დღეს მშობლიურ სკოლას ესტუმრნენ და მადლობა გამოხატეს იმ ზრუნვისა და თანადგომისათვის, რაც სკოლამ გამოიჩინა მათ მიმართ და უნივერსიტეტის კარები ფართოდ გაუღო.
განსაკუთრებული და ამაღლებული იყო პირველკლასელებთან შეხვედრა, რომელთაც „კარლსონი" მიესალმა და გაამხიარულა და გაამხნევა.
„ფეხბედნიერი იყოს ახალი სასწავლო წელი მთელი საქართველოსა და მე-5 საჯარო სკოლისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალ სასწავლო წელს დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით იწყებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა