| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. წელსაც, ტრადიციულად, პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ 15 სექტემბერი მათთვის დღესასწაულად ექციათ.
ღონისძიებაზე აღინიშნა მოსწავლეთა მიღწევები, დაისახა ახალი მიზნები და გეგმები. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს დაჰპირდნენ. მოსწავლეებმა კი სასწავლო პროცესი დიდი შემართებით დაიწყეს.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ ყველას!
სკოლაში შემოდგომის პირველ ზარს ყოველთვის ახლავს სიხარული, მოლოდინი და ახალი წარმატებებისკენ მიმავალი გზა. ჩვენი სკოლა სიამაყით იწყებს ახალ სასწავლო წელს, რადგან გვყავს არაერთი ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლე, რომელთა მიღწევები ჩვენ ყველას გვაძლევს სტიმულს.
განსაკუთრებით დიდი სითბოთი მივესალმებით ჩვენს პირველკლასელებს – პატარა მოსწავლეებს, რომლებიც პირველად გადმოდგამენ ნაბიჯს ცოდნის სამყაროში. გისურვებთ, რომ სკოლა თქვენთვის იქცეს სითბოს, სიყვარულისა და მეგობრობის სახლად, სადაც ყოველი დღე ახალი აღმოჩენებით და სიხარულით იქნება სავსე. თქვენი ღიმილი და ცნობისმოყვარე თვალები ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი სიმდიდრეა!
მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მომავალ წელს ჩვენს სკოლას ეყოლება ოქროს მედალოსნები – საბა სურმანიძე და ანა ბოლქვაძე. მათი დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა და ცოდნის სიყვარული ნათელი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.
ასევე, ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულ მოსწავლეს – გიორგი წილოსანს, რომელიც კომპიუტერულ მიმართულებაში უკვე კანდიდატის ტიტულის მფლობელია. მისი ცოდნა და ტექნოლოგიებისადმი ინტერესი უდიდეს პერსპექტივებს უხსნის მომავალში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე დავით სურმანიძე, რომელმაც არდადეგების პერიოდიც კი ნაყოფიერად გამოიყენა და წარმატებით მოიპოვა არაერთი სერტიფიკატი, რითაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ნამდვილი ზრდა და განვითარება საზღვრებს არ იცნობს.
ჩვენი მოსწავლეების თითოეული გამარჯვება არის არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი სკოლის წარმატება და სიამაყე.
მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი კიდევ უფრო დიდ მიღწევებსა და სასიხარულო ამბებს მოგვიტანს.
წინ გვაქვს დაუვიწყარი დღეები, სავსე ცოდნით, სიყვარულითა და წარმატებებით.
ყველას გისურვებთ შრომისმოყვარეობას, სიბრძნესა და ბედნიერ გზას ახალი სასწავლო წლის კედლებში!“,- აღინიშნა სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა