| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს.
სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. დირექცია და პედაგოგები ბავშვების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ 15 სექტემბერი მათთვის დღესასწაულად ექციათ.
სკოლის კარი წელს ერთმა პირველკლასელმა შეაღო. მას ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები შეუძღვნენ და ერთადერთ მოსწავლეს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
„მოგესალმებით და გილოცავთ ახალი 2025/26 სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენ პირველკლასელს, რომელმაც დღეს პირველად ფართოდ შემოაღო ჩვენი სკოლის კარი“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა