| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - მარიამ კაკაჩია „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეა.
მოსწავლე როგორც ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების, ისე მათემატიკის ოლიმპიადების ლიდერთა ათეულის ღირსეული წევრია.
მისი წარმატება საამაყოა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
ამ დღეებში, გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა კიდევ ერთი სასიხარულო ცნობა მიიღო.
სკოლის IIIბ (ამჟამად IV) კლასის მოსწავლე მარიამ კაკაჩიამ გამორჩეულ შედეგებს მიაღწია საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2025 წლის გაზაფხულის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში. კერძოდ: მესამე კლასის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულში მოხვდა:
· ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადაში და
· მათემატიკის ოლიმპიადაში.
მარიამის წარმატება მის შრომისმოყვარეობასა და სიბეჯითესთან ერთად ძლიერი პედაგოგიური გუნდისა და ეფექტური საგანმანათლებლო მხარდაჭერის დამსახურებაა.
2025 წლის გაზაფხულის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გამორჩეული მოსწავლეები და მათ შორის მარიამიც, სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.
სკოლაში მარიამის წარმაატებით ხარობენ და მას წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მარიამს და მის მასწავლებლებს ამ გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ყოველთვის მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა