სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორც ხელმძღვანელს მეამაყება, სკოლის ერთმუჭად შეკრული გუნდი“- სამების საჯარო სკოლის დირექტორი მზექალა მინაძე
19-09-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა სასაზღვრო სოფლის პატარა, ქართულენოვანი სკოლაა, რომელიც სულ 11 მოსწავლეს აერთიანებს. 

მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, ყოველი სასწავლო წლის დაწყება აქ ნამდვილი დღესასწაულია. 

სკოლას სათავეში პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული დირექტორი მზექალა მინაძე უდგას, რომელსაც ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებს და მათ დასახვედრად ყოველთვის გამორჩეულად ემზადებია. 

„წელს ერთი პირველკლასელი მივიღეთ, სამება სომხეთთან მოსაზღვრე სოფელია, ძირითადად არაქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, სულ რამდენიმე ქართული ოჯახი ვართ, აქედან გამომდინარე სკოლაში მოსწავლეც ცოტაა. შესაბამისად, მომავალი თაობის მიღება გამორჩეულად გვაბედნიერებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლაში მოსვლა უხაროდეთ“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში სულ 15 პედაგოგი მუშაობს, რომელთაგან თითოეული მაღალი პროფესიონალიზმითა და საკუთარი საქმის სიყვარულით გამორჩევა. პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი კი ქმნის ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მოსწავლეები იღებენ ხარისხიან ცოდნას, აბიტურიენტებს კი რეპეტიტორებთან სიარული არ სჭირდებათ. 

„გვყავს 15 პედაგოგი, თავიანთი საქმის კარგად მცოდნე და პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული.  ბოლო სამი წელია არ გვყოლია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეი, წელს კი ორი მე-12 კლასელი გვყავს. მათგან ერთი სსსმ მოსწავლეა, რომელსაც საჭიროებებზე მორგებულ განათლებას ვთავაზობთ. 

სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს, ფაქტობრივად ინფივიდუალური სწავლე გვაქვს. ჩვენს არც ერთ მოსწავლეს ჯერ არ დასჭირვებია კერძოდ მომზადება, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ და შედეგებიც საუკეთესო გვაქვს. ჩვენი სკოლადამთავრებულები ყოველთვის მაღალი ქულებით აბარებენ უმღლეს სასწავლებლებში, რაც გვახარებს და მეტ სტიმულს გვაძლევს როგორც პედაგოგებს, ასევე ახალისებს მოსწავლეებს. წლევანდელ კურსდამთავრებულზეც დიდ იმედებს ვამყარებთ, საუკეთესო მოსწავლეა“,- დასძენს დირექტორი. 

მზექალა მინაძე სამების საჯარო სკოლას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს და პედაგოგურ გუნდთან ერთად ქმნის ოჯახურ გარემოს, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარი და გულშემატკივარია. მოსწავლეებთან ურთიერთობისას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრული დამოკიდებულება და მათი ნდობის გამართლებაა.
 
„2015 წლიდან ვუშაობ სკოლაში, ვარ დაწყებითი კლასების, კომპიუტერული ტექნოლოგიების და ბუნებისმეტყველების პედაგოგი, 2016 წლიდან კი - სკოლის დირექტორი. ჩვენს სკოლაში ოჯახური გარემოა, ყველა ერთმანეთის გულშემატკივარი და მეგობარი ვართ. როგორც დირექტორს მიმაჩნია, რომ სკოლაში სრული იდილიისთვის საჭიროა მოსწავლეებთან გქონდეს მეგობრული დამოკიდებულება, გენდობოდნენ და არასდროს გაუცრუოო იმედი. ასეთი დამოკიდებულების წყალობით, კი მათი მხრიდან ყოველთვის ვგრძნობ განსაკუთრებულ სიყვარულსა და ნდობას. მოსწავლეებს ყოველთვის გვერდით ვუდგავართ და თავს დაცულად ვაგრძნობიებთ. როგორც მათი სიხარულის, ისე პრობლემების გამზიარებელი ვარ. იციან, რომ გვერდით ერთული ადამიანი ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ ყოველთვის დაეყრდნონ. ვფიქრობ, იშვიათია ასე ერთმუჭად შეკრული გუნდი და ეს როგორც ხელმძღვანელს ძალიან მეამაყება“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 
 
თავად მუდამ განვითარებისკენ ორიენტირებული მომავალ თაობასაც სწავლისკენ მოუწოდებს. 
 
„ცოდნა ერთადერთი განძია, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. ამიტომ ვისურვებ, რომ ახალგაზრდებმა სწავლას უდიდესი ყურადღება მიაქციონ – ეს მათი ნათელი მომავლის საწინდარია“, - ასეთი გზავნილით მიმართავს სკოლის დირექტორი ახალგაზრდებს და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება