| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა სიხარულითა და ტრადიციული ზეიმით შეხვდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ.
სკოლის ეზოში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება, მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორი და პირველი კლასის დამრიგებელი.
სკოლაში მოეწყო „ოცნების ხე“- თითოეულმა მოსწავლემ ფოთოლზე დაწერა თავისი ოცნება, შემდეგ კი ყველას წინაშე წაიკითხა და ხეს შეაბა. აქტივობამ ბავშვებს სიხარული, ერთობის განცდა, შემოქმედებითი აღმაფრენა მოუტანა.
შემდეგ მოსწავლეები თეატრის საოცარ სამყაროში აღმოჩნდნენ - თოჯინების თეატრმა მათ ზღაპარი წარუდგინა. წარმოდგენამ პატარა მაყურებლებს მხიარულებასთან ერთად სიკეთისა და სიბრძნის ძალაც აგრძნობინა.
„ეს ყოველწლიური ღონისძიება ჩვენი სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ტრადიციაა. იგი პირველივე დღიდან ბავშვებს სიხარულს, შემოქმედებით შთაგონებასა და მეგობრობის განცდას ანიჭებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა