TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დადეშის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი ცირა მამაცაშვილი საინტერესო სასწავლო რესურსს გვიზიარებს 
19-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში ქართული ენის კათედრა აქტიურად მუშაობს. 

ქართული ენის მასწავლებლები ქმნიან და ერთმანეთს უზიარებენ სასწავლო რესურსებს.  ერთ-ერთი ასეთი რესურსი - „ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) - ტექსტებისა და სავარჯიშოების კრებული დაწყებითი საფეხურისათვის“ - შექმნილი და გაზიარებულია  ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლის ცირა მამაცაშვილის მიერ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) - ტექსტებისა და სავარჯიშოების კრებული დაწყებითი საფეხურისათვის“ დამატებითი რესურსია, რომელიც შეიქმნა არაქართულენოვან სკოლაში დაწყებითი კლასების (ძირითადად მე-4-5-6 კლასი) მოსწავლეებში სწორი, გაწაფული და გააზრებული  კითხვის, წერის,მოსმენისა და ლაპარაკის უნარების გაუმჯობესების მიზნით.

კრებულში მოცემული საკითხავი და მოსასმენი ავთენტური ტექსტები, დიალოგები, საჭირო გრამატიკული კონსტრუქციები, ლექსიკურ-გრამატიკული სავარჯიშოები, ტესტური დავალებები ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.

„კრებულში წარმოდგენილი ტექსტები,  ილუსტრაციები, სავარჯიშოები და დავალებები სრულად შეესაბამება დაწყებითი კლასის ასაკობრივ დონეს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს. შერჩეული  ილუსტრაციები ეხმარება მოსწავლეებს ვარაუდების გამოთქმაში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვაში, ტექსტის ნაწილებთან დაკავშირებაში, ლექსიკისა და გრამატიკული ცოდნის გააქტიურებასა და პრაქტიკულ გამოყენებაში, რაც ზრდის საკითხავი ტექსტებისადმი ინტერესს, კითხვის მოტივაციას, აუმჯობესებს  კითხვის, წიგნიერების უნარს.

დამატებითი ტესტური დავალებები ხელს უწყობს დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებსა და საგნობრივ სტანდარტში მოცემული მასალის, ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული კონსტრუქციების, გამეორებასა და განმტკიცებას.

კრებულის გამოყენება შესაძლებელია გრიფმინიჭებული სასკოლო სახემძღვანელოს პარალელურად სასწავლო მასალის გამრავალფეროვნების, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის, მათი შესაძლებლობების რეალიზების, ინტერესების დაკმაყოფილებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, დიფერენცირებული და რემედიაციული სწავლების დროს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია რესურსიდან ცალკეული ტექსტების და ამ ტექსტთან დაკავშრებული დავალებების ამოღება, ადაპტაცია/მოდიფიკაცია და ისე გამოყენებაც“,- არნიშნავენ სკოლაში და სასწავლო რესურსს გვიზიარებენ. 

იხილეთ სასწავლო რესურსი - „ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის) - ტექსტებისა და სავარჯიშოების კრებული დაწყებითი საფეხურისათვის“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება