| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარისა და პატარა ონის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
მცირეკონტიგენტიან სკოლებში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ, ამიტომ დირექცია და პედაგოგები პირველკლასელთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მათთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.
15 სექტემბერს სკოლებში სტუმრებსაც უმასპინძლეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ქევანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს და პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსგან ყველა პირველკლასელს სასწავლო სახელმძღვანელო და პორტაბელური კომპიუტერიც დაურიგდა.
აღსანიშნავია, რომ წელს პატარა ონის საჯარო სკოლაში ერთი პირველკლასელი მიიღეს. სკოლის დირექტორი გია რამინაშვილი და მასწავლებლები მას დიდი სიყვარულით დახვდნენ და ცოდნის ტაძარში სიხარულით შეუძღვნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში სულ 86 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ხვანჭკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯოხაძე მადლობას უხდის ადგილობრივ ხელისუფლებას პირველკლასელთა დასაჩუქრებისთვის.
„მადლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს ყურადღებისთვის, დაფასებისთვის, თანადგომისთვის! მშვიდობა და წარმატებები ყველას!“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა