TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
19-09-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში ახალი, 2025-2026 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო.

15 სექტემბერს სკოლის შენობა ბავშვების ჟრიამულით აივსო. ბავშვებს დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს და პირველი სასწავლო დღის მღელვარება ზეიმად უქციეს. 

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად. საზეიმოდ მორთული სკოლის ეზო და პედაგოგების დაგეგმილი სახალისო აქტივობები ნამდვილად შთამბეჭდავია. სასწავლო წლის პირველი ზარი სიმბოლურად პირველკლასელებმა დარეკეს და ბევრი იხალისეს. 

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

მოსწავლეთა საზეიმო მიღების შესახებ პედაგოგი ელზა ქავთარაძე გვიყვება. 

„2025 წლის 15 სექტემბერი.

ახალი სასწავლო წლის პირველი დღე.

უჩვეულოდ ღრუბლიანი და ცივი,

ყოველ წუთს რომ ფიქრობ, სადაცაა გაწვიმდებაო...

მზე დაიკარგა, არსად ჩანდა, თითქოს ნაცრისფერმა ცამ შთანთქაო....

მოუთმენლად ელოდა ყველა მზის გამონათებას, მაგრამ...

მართალია ცაზე არ ჩანდა, სამაგიეროდ მზე ბავშვების გულში ენთო. უხვად ასხივებდა ერთმანეთის სიყვარულსა და სკოლის მონატრებას...

ისეთი სიძლიერით აფრქვევდა მათი გული სითბოს და სიხარულს, რომ ცამ ჯერ შეკრული შუბლი, მერე გული გახსნა და მზე გაათავისუფლა.

-შემდეგ?

მზემ ბავშვებთან ერთად იხალისა სკოლის ეზოში ზაფხულის გვალვისა და შემდეგ უეცრად შემოჭრილი სიცივისგან ნახევრად შემოძარცვული, მაგრამ მორთულ-მოკაზმული ჭადრის ხის ქვეშ.

ჭადარსაც გული გაუთბეს სიყვარულით და ირგვლივმყოფ სტუმრებსაც.

იყო მისალმება, მილოცვა და კეთილი სურვილები, შემდეგ ლექსები და სიმღერები მშობლიურ საქართველოზე, წარჩინებულთა აღიარება და პირველკლასეთთათვის სკოლის პირველი ზარი.

იყო დიდი გულწრფელი ემოცია და რაც მთავარია სასწავლო წლის დაუვიწყარი პირველი დღე!..

ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ, ძვირფასებო!!“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება