| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებთან შესახვედრად დირექტორი აზა გადელია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - მოირთო სასკოლო სივრცე, განთავსდა დეკორაცია, მასწავლებლებმა კი კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. პედაგოგებმა პატარები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
პატარებს კომპიუტერებთან ერთად გადაეცათ სპეციალური საჩუქრები.
სკოლის დირექტორი - აზა გადელია სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს აკადემიური წლის დაწყებას და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას უხდის ბავშვების დასაჩუქრებისთვის.
„მთელი ქვეყნის სასკოლო საზოგადოებას ჩემი სკოლიდან ვულოცავ ახალ სასწავლო წელს, ახალი წარმატებებით დახუნძული წელი გვქონდეს.
15 სექტემბერი თამაკონში გამორჩეული იყო სოფლის ხელმძღვანელობა ეწვია ორივე კორპუსში პირველკლასელებს და საჩუქრებით მიულოცა სასწავლო წლის დაწყება
მადლობა ბატონებს: გოჩა ნაროუშვილს გოჩა ჩაგუნავას ირაკლი ფირცხალავას ბავშვების გახარებისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა