TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, პროფესიული განვითარებისთვის შექმნილი შესაძლებლობისთვის“ - შორაპნის საჯარო სკოლის მასწავლებლები გადამზადდნენ 
19-09-2025
-
+


8-10 სექტემბერს ქობულეთში კოლეჯი „ახალი ტალღა“ მასპინძლობდა ინტეგრირებული ზოგადი მოდულის „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ ტრენინგს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო  სკოლის მასწავლებლები. სკოლაში წელს სტუდენტთა მიღებას იწყებს პროფესიული პროგრამა კომპიუტერული ქსელები და სისტემები. ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებლების მომზადებას ამ სიახლისათვის.

პედაგოგები სამი დღის განმავლობაში ეუფლებოდნენ თანამედროვე სასწავლო მიდგომებს, აზიარებდნენ გამოცდილებას და იღებდნენ ახალ ცოდნას. ტრენინგის ფორმატი მეტად  საინტერესო და ნაყოფიერი იყო, შეჯერებული თეორიულ-ინფორმაციული და და პრაქტიკული აქტივობებით.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების ახალი გზები, განეხილათ აქტუალური გამოწვევები და მიეღოთ რეკომენდაციები, რომლებიც მათ მომავალ საქმიანობაში გამოადგებათ.

„ეს სამი დღე იყო ცოდნისა და ინოვაციის ახალი ტალღა, რომელიც უდაოდ ხელს შეუწყობს ჩვენს პროფესიულ განვითარებას და სკოლის საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას“,- აღნიშნეს შორაპნის სკოლის პედაგოგებმა.

ისინი  ყოველთვის მზად არიან გაუმკლავდნენ ყველა სიახლესა და გამოწვევას, რათა მოსწავლეებს შესთავაზონ საინტერესო და თანამედროვე სასწავლო პროცესი.

სკოლაში ტრენინგის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან ამ საინტერესო შესაძლებლობისთვის. 

„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერებს შედეგიანი დღეებისა და პროფესიული განვითარებისთვის შექმნილი შესაძლებლობებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება