სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
18-09-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით განაახლეს.

ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა სასწავლო წლის ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. 

16 სექტემბერს, პედაგოგის ინიციატივით, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ეს გარემოსდაცვითი დღე. 

მათ საკუთარი ხელით შექმნეს სახალისო და შემეცნებითი პოსტერი, საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ შეახსენეს სასკოლო საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი.

„ღონისძიებამ არა მხოლოდ ცოდნა და ინფორმაცია გაავრცელა, არამედ მოტივაციაც შეგვმატა — გავუფრთხილდეთ გარემოს, რადგან დედამიწა ჩვენი საერთო სახლია! ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ! ვამაყობთ ჩვენი კრეატიული და აქტიური მოსწავლეებით, წარმატებას ვუსურვებთ მოსწავლე-მასწავლებელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებით საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება