| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდ ზარ-ზეიმით შეაღეს.
მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს.
სკოლის დირექტორმა, მანანა ნატმელაძემ მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„კეთილი იყოს ახალი სასწავლო წლის დაწყება!
ჩვენს სკოლაში თქვენ გელოდებათ მეგობრობა და მხიარული დღეები,
კლასში და სცენაზე - გუნდური მუშაობა.
ერთად სწავლა, შემოქმედება და ახალი გამოცდილება.
გელოდით დიდი სიყვარულით!“,- აღნიშნა მანანა ნატმელაძე და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯრებულ სასწავლო წელს დაჰპირდა.
აღსამიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო შემართებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ.
მოსწავლეთა განწყობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გამართული მრავალფეროვანი აქტივობებიც მეტყველებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა