| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და სიხარულით დაიწყეს.
მათ მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, რომელთაც ბავშვები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს და საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს.
გაიმართა საზეიმო ღონისძიება - მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და სათხუთმეტსექტემბრო სიხარული მთელ სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
ამ დღის მთავარი გმირები კი, რა თქმა უნდა, პირველკლასელები იყვნენ, რომელთან კომპიუტერები, სახელმძღვანელოები და სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები საზეიმოდ გადაეცათ.
პედაგოგები მათ ცოდნის ტაძარში სიხარულით შეუძღვნენ და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელიწადს გისურვებთ!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა