| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო 2025-2026 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის სკოლაში დაბრუნება ზეიმად ექციათ. მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის ტაძარში სიხარულით შეუძღვნენ და წელსაც, საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალი სასწავლო წლის სამყაროში! სკოლა კვლავ გაივსო ბავშვების ხმაურით, ღიმილითა და შემოქმედებითი ენერგიით. დაე, ეს წელი ყოფილიყოს სავსე სითბოთი, ბედნიერებითა და წარმატებით. ერთად შევქმნათ ისტორია, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“,- აღინიშნა სკოლაში.
სასიხარულოა, რომ დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში ტრადიციად არის ქცეული მოსწავლეთა თბილი და საზეიმო დახვედრა. დირექციამ და პედაგოგებმა წელსაც დაამტკიცეს, რომ სტეფანწმინდის N1 სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ცოდნას იღებენ, არამედ სიყვარულსა და მზრუნველობას სწავლობენ.
მოტივირებულმა სკოლის მე-4 კლასელებმა სპეციალური მისალოცი ვიდეორგლიც ჩაწერეს, სადაც სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ და ნაყოფიერ სასწავლო პროცესს უსურვებენ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა