სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი მისიაა საფუძველი ჩაუყაროთ არა მხოლოდ მოსწავლის ცონას, არამედ მის კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებას“-კუმურდოს სკოლის დირექტორი არმენაკ ფოლორჩიანი
17-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ყოველთვის განსაკუთრებული მუხტით იწყება. დირექტორი არმენაკ ფოლორჩიანი და მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესის განახლებას დიდი შემართებითა და მოტივაციით ხვდებიან. 

დირექცია კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დღე მოსწავლეებს დაუვიწყარ დღესასწაულად უქციოს

წელს სკოლაში 259 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის 13 პირველკლასელია. სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის განსაკუთრებულად ახარებთ. 

„მართალია, წელს პირველკლასელთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ ბაღისა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ წელს 30 პირველკლასელს ელოდება. მოსწავლეთა რიცხობრივი ცვლილება ყოველწლიური და ბუნებრივი პროცესია, ასე, რომ ეს არ გვაძლევს პესიმიზმის საფუძველს.

„ყოველ წელს მოსწავლეებს განსაკუთრებულად ვხვდებით, ამაღლებული განწყობით გრანდიოზული ზეიმით, ყველა მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით მოდის, რადგან იციან რომ დახვდებათ საუკეთესო პედაგოგები და ექნებათ საუკეთესო შედეგები, რაც მახარებს. მაბედნიერებს, როცა ვხედავ პატარები თეთრ მაისურებში გამოწყობილნი სიხარულით როგორ მოიჩქარიან, გული სიხარულით მევსება. წელსაც, ტრადიციულად, პირველკლასელებს გალამაზებული კლასი დავახვედრეთ საჩუქრებით, მათი კუთვნილი კომპიუტერებითა და სახელმძღვანელოებით. მათ ადაპტაციაზე პროფესიონალი პედაგოგი ზრუნავს, რაშიც მთელი სასკოლო საზოგადოება ვეხმარებით. პატარები სიხარულით ერთვებიან სასწავლო პროცესში და გამოცდილება მკარნახობს საუკეთესო მამულიშვილები გაიზრდებიან“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში სწავლების მაღალი ხარისხის გარანტი გამოცდილი, პროფესიონალი და სერტიფიცირებული მასწავლებლები არიან. სკოლაში 27 მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან ხუთს რამდენიმე საგანში აქვს კომპეტენცია დადასტურებული. 

„27 გამოცდილი და სერტიფიცირებული პედაგოგი, რომელთაგანაც 5-ს რამდენიმე საგანში აქვს უფროსი მასწავლებლის  სტატუსი, დაუღალავად ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნის ასამაღლებლად, მართლაც, რომ ბოლომდე იხარჯებიან  და თავდაუზოგავად შრომობენ, ეს კი ჩვენი 15 კურსდამთავრებულის შედეგებზე აისახა. ორი მათგანი საზღვარგარეთ უფასოდ ისწავლის, დანარჩენებიდან კი, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ , 7 მათგანი 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის, აბა როგორ არ ვიამაყო.

წელს არ გვყოლია ოქროსმედალოსანი, გასაგებია, რომ ეს სტიმულია, მაგრამ მე პირადად ოქროს მედალზე მეტად ოქროს განათლებას ვაფასებ და ამ შედეგებს ვდებთ კიდევაც“,- გვეუბნება არმენაკ ფოლორჩიანი.

სკოლის დირექტორი, რომელიც მომავალი თაობის განათლებას 2003 წლიდან ემსახურება, მიიჩნევს, რომ ლიდერის მთავარი მისია არის არა მხოლოდ ადმინისტრაციული მართვა, არამედ ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია.

„უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, 2003 წლიდან პედაგოგად ვმუშაობ, 2016 წლიდან კი დირექტორის პოზიაიცას ვიკავებ. 

„ჩემი ღრმა რწმენით ხელმძღვანელს  მრავალმხრივი განათლება უნდა ქონდეს, აუცილებელია ფლობდეს იმ უნარს, რასაც ადამიანებთან ურთიერთობა ჰქვია. აუცილებელია, ფსიქოლოგიური მიდგომა თანამშრომლის, მოსწავლის და მშობლის მიმართ. ვთვლი, რომ სკოლა ოჯახია, ლამაზი, სასახელო, ცოდნის აკვანი, ჩვენ აქ მასპინძლები ვართ და ყველა მოსულ სტუმარს სიყვარულით და სითბოთი უნდა დავხვდეთ. 

აუცილებელია, ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს, მათ კითხვებს ყოველთვის უნდა გასცე პასუხი. თუ დახმარებაა საჭირო აუცილებლად უნდა დაეხმარო, თავდაუზოგავად და მთელი გულით, არ უნდა გაურბოდე პასუხისმგებლობას. ეს კი ქმნის საუკეთესო ურთიერთობას და ამაღლებს ნდობის ხარისხს. შარშან მქონდა შემთხვევა ერთ-ერთ ჩვენს კურსდამთავრებულს ფინანსური პრობლემა შეექმნა და მობილობით სხვა უნივერსიტეტში უნდოდა გადასვლა, მშობლებმა დახმარებისთვის მომმართეს, აბა როგორ დავზარდებოდი წავედი გავესაუბრე რექტორს და მანაც აღმომიჩინა დახმარება ის მოსწავლე დღეს საუკეთესოდ სწავლობს და ქვეყნისთვის გამოსადეგი ადამიანი იქნება“,- გვიყვება სკოლის ხელმძღვანელი. 

განსაკუთრებული ყურადღება სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას ექცევა. ეს არა მხოლოდ დირექტორის, არამედ მთელი პედკოლექტივის ერთობლივი შრომის შედეგია. როგორც თავად ამბობს, პედაგოგის მისიას მხოლოდ საგნის სწავლება არ წარმოადგენს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი პიროვნული განვითარება. 

სკოლში დიდი და მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას, და ეს არაა მარტო ჩემი, არამედ მთელი პედკოლექტივის დამსახურებაა, ახლა გესაუბრებით, როგორც პედაგოგი და არა როგორც დირექტორი, პედაგოგის მისია უნდა იყოს - ჩაუყაროს საფუძველი არა მხოლოდ მოსწავლის განათლებას არამედ მის კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებას“,- ამბობს დირექტორი. 

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კი დირექტორი პირველკლასელებს ლაღ ბავშვობას უსურვებს, კურსდამთავრებულებს კი ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოს გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

„ჩემს პატარა პირველკლასელებს და საერთოდ ყველას ვუსურვებ იყვნენ ჯანმრთელნი და ჰქონდეთ ლაღი ბავშვობა, მიიღონ საფუძვლიანი განათლება. მინდა, 12 წლის შემდეგ ყველა უმაღლეს სასწავლებელში საუკეთესო შედეგებით ვიხილო.

ახალგაზრდებს კი - ჩვენს იმედს და მომავალ თაობას ჯანმრთელ და ლამაზ ცხოვრებას ვუსურვებ, ყველა ჩემს მოსწავლეს ვუხსნი და ვასწავლი, რომ განათლებული და კარგად აღზრდილი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და რაც უფრო განათლებულია ადამიანი მით უფრო ძლიერია ქვეყანა.  მინდა  ჩვენი ღირსეული შემცვლელები იყვნენ, ჩვენზე უკეთესები. ჩვენ კი გზას ყოველთვის გავუკვალავთ და შემდგომ კი სიამოვნებით დავუთმობთ“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

სკოლები
საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება