სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეთა დიდი გულშემატკივარი და მეგობარი ვარ“- ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი არევიკ ქოჩოიანი
09-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში, დირექტორის - არევიკ ქოჩოიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოსწავლეთა ინტერესები გათვალისწინებულია, მათ მრავალმხრივ განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 44 მოსწავლე ირიცხება,
წელს მხოლოდ ერთი პირველკლასელი ჰყავთ. 

მის შესახევედრად სკოლაში განსაკუთრებულად ემზადებიან და ცდილობენ
შეუქმნან გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. საკლასო ოთახი
საგანგებოდ მორთული და გაფორმებულია, სწავლის პირველ დღეს კი
საზეიმოდ გადაეცემა კუთვნილი კომპიუტერი და სახელმძღვანელოები,
პატარას დაასაჩუქრებს სკოლაც. 

„სკოლა ახალ სასწავლო წელს ყოველ წელს სრული მზადყოფნით ხვდება.
ეწყობა საზეიმო ღონისძიება. სიტყვით მივმართავ მოსწავლეებს და
წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. პირველკლასელისთვის საზეიმოდ
არის მორთული საკლასო ოთახი, ტრადიციულად გავაცემთ კომპიუტერს,
სახელმძღვანელოებსა და მცირე საჩუქარს. 

სკოლაში მუშაობს 15 სერტიფიცირებული მასწავლებელი. თითოეული
მათგანი პროფესიონალია და საკუთარი საქმისადმი ერთგულებით
გამოირჩევა. მოსწავლეთა სიმცირის გამო სასწავლო პროცესი მეტად
ინდივიდუალურია: მასწავლებლები კარგად იცნობენ თითოეული ბავშვის
შესაძლებლობებს და ყველაფერს აკეთებენ მათი ცოდნის გაღრმავებისთვის.
„ყველა მათგანი  მაღალპროფესიონალი და თავისი საქმის უზადო მცოდნეა.
მოსწავლეთა სიმცირის გამო კი ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს,
მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით და ყველაფერს ვაკეთებთ მათი ცოდნის
და უნარების ასამაღლებლად“, -ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

2024-2025 სასწავლო წელს სკოლა 11-მა მოსწავლემ დაასრულა, მათგან  სამმა
უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, სამმა პროფესიული
მიმართულება აირჩია, ერთი კი სამშობლოს სამსახურში ჩადგა და ჯარში
მსახურობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, წლევანდელი ძლიერი მე-11 და მე-12 კლასები,
რომელთა შორის, დირექტორის ვარაუდით ოქროს და ვერცხლის
კანდიდატებიც იქნებიან. 

„2025-2026 სასწავლო წელს მე-11 კლასიდან ერთ-ერთი მათგანი, საბაზო
საფეხურის წარჩინებით დასრულების გამო კომპიუტერით დაჯილდოვდა.
ამავე კლასში დღეს ორი კანდიდატია: ერთი - ოქროს მედალზე, მეორე -
ვერცხლის მედალზე. რაც შეეხება მე-12 კლასს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი
მოსწავლეების 80% წარმატებით ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს და
გააგრძელებს სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში,“ – გვეუბნება
სკოლის ხელმძღვანელი.

სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება პრიორიტეტულია. 

„ჩვენს სკოლაში დიდ ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას. ზურაბ
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან
მოდიან ქართული ენის პედაგოგები. მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით
ეუფლებიან სახელმწიფო ენას, თავისუფლად საუბრობენ, კითხულობენ და
წერენ - რაც გულწრფელად მახარებს“,- ამბობს დირექტორი. 

დირექტორის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია სკოლაში სუფევდეს
კეთილგანწყობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ამისთვის კი
ყველაფერს აკეთებს და მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე
აქტიურად ზრუნავს.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ყოველ წელს დიდი სიყვარულითა და
პატივისცემით ბრუნდებიან მშობლიურ სკოლაში, რათა შეხვდნენ თავიანთ
მასწავლებლებს და კვლავ შეიგრძნონ ის თბილი და მეგობრული ატმოსფერო,
რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის უმთავრესია სკოლაში კეთილგანწყობა,
სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევდეს, ყველას უხაროდეს
სკოლაში მოსვლა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება,
ამაში ყველას ხელს ვუწყობ. მოსწავლე-მასწავლებლები თავს ოჯახურ
გარემოში გრძნობენ. მიყვარს ბავშვები მათი დიდი გულშემატკივარი და
მეგობარი ვარ, ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მოსწავლეთა
მშობლებთან, აღარაფერს ვამბობ ჩემს კოლექტივზე. სიყვარული ისეთი რამაა,
რასაც გულწრფელად გასცემ უკანვე გიბრუნდება. ამიტომ აუცილებელია
ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი აზრით ბედნიერების გასაღები
სიყვარულია, გულწრფელი, უანგარო სიყვარული“,- დასძენს  დირექტორი და
ახალგაზრდებს მიმართავს: „გულწრფელად გიყვარდეთ, ემსახურეთ
სამშობლოს, ისწავლეთ, იშრომეთ და ყველა დასახულ მიზანს აუცილებლად
მიაღწევთ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება