სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის განაცხადის ბოლო ვადა 20 ივლისია - დეტალური ინფორმაცია 
19-07-2025
-
+


ჰოლოკოსტის განათლების შესახებ სემინარში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ შეავსონ ქვემოთ მოცემული ფორმა 2025 წლის 20 ივლისამდე. შერჩეულ მონაწილეებს შედეგების შესახებ ელფოსტით ეცნობება 2025 წლის 27 ივლისამდე.

 სარეგისტრაციო ფორმა

ჰოლოკოსტის განათლების მოცემული სემინარის პროგრამა შემუშავებულია ოლგა ლენგიელის ინსტიტუტის (აშშ) მიერ. პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ჰოლოკოსტისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ განათლების ხარისხის ამაღლებას.

ასევე, პროგრამის მიზნებია:

  • მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ჰოლოკოსტისა და სოციალური უსამართლობის სხვა შემთხვევებზე, ისტორიული და მიმდინარე დიალექტიკური დისკუსიების მიმართ;
  • მასწავლებელთა ცოდნის გაუმჯობესება სტერეოტიპების, ცრურწმენებისა და დისკრიმინაციის გავლენის შესახებ ინდივიდუალურ, ჯგუფურ და საზოგადოებრივ დონეზე;
  • მასწავლებელთა ცოდნის გაუმჯობესება ებრაული ცხოვრების შესახებ, ჰოლოკოსტამდე და მის შემდეგ;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება, მათ შორის, კლასგარეშე აქტივობებისა და პარტნიორობის წახალისება სკოლასა და სხვა ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს შორის;
  • ჰოლოკოსტისა და ადამიანის უფლებების სწავლების შერეული მიდგომის ხელშეწყობა;
  • მასწავლებელთა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარება.

სემინარის მეთოდოლოგია არის მოსწავლეზე ორიენტირებული, ემყარება ექსპერიმენტული სწავლების პრინციპებსა და განათლებაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. მონაწილეთა ჩართულობის, მათი რეფლექსიებისა და ურთიერთქმედების მაღალი დონის მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი: პრეზენტაციები, ანალიზი, დისკუსიები, რეფლექსია, ჯგუფური მუშაობა, ვიდეოები, ვიზიტები, მოწვეული მომხსენებლები, ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილთა ინტერვიუები და ა.შ. პროგრამა მოიცავს სულ 32 აკადემიურ საათს (5 დღეს).

5 დღიანი სემინარი (04 აგვისტო - 08 აგვისტო) განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან.

სემინარის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ პროექტი, რომელიც დაეხმარება მათ, მოსწავლეებთან ერთად გამოიყენონ სემინარის დროს შეძენილი ცოდნა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება