TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აქ ბავშვები იძენენ ცოდნას და სწავლობენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს“- ეშტიის N1 სკოლაში სოფლის ისტორიით ამაყობენ 
09-07-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებს აძლევენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ასწავლიან ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს - იყვნენ ადამიანები, მოქალაქეები, მეგობრები, ამხანაგები. ეს გაკვეთილები მათ მთელი ცხოვრება თან სდევთ, მათი წყალობით კი ვითარდება სოფელი. 

სკოლაში, დირექტორის - ბერნიკ ჰოვსეფიანის ხელმძღვანელობით, ხელს უყობენ ქართველი და სომეხი ხალხის კულტურისა და ტრადიციების ურთიერთგაცვლას და ინტეგრაციას,  ამ ღირებულებას კი მომავალ თაობებს გადასცემენ. 

„ეშტია, ჩვენი ძვირფასი სამშობლო, პატარა სამყაროა, სადაც დრო უფრო ნელა გადის, სურვილები არ ქრება, ყურს გვიგდებს ბუნება -  ბალახი გვისმენს, ყვავილები, ქარი, ხეები და ნაკადულზე გადმოხრილი ტირიფებიც კი. აქ ცივი წყაროების წყალი მშვიდად მიედინება, სახლების ეზოებში ყვავილები ხარობს, მშვიდ და ნათელ ცაში ფრინველები დაფრინავენ. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ბუნებასთან ერთად ცხოვრობენ.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა, რომლებიც 1830-იან წლებში ისტორიული სამშობლოდან – დასავლეთ სომხეთის ერზრუმის პროვინციის, ხნუსის მაზრის სოფელ ქიულიდან გადმოსახლდნენ, საქართველოში, ჯავახეთში, სწორედ ეშტია აირჩიეს საცხოვრებლად.

ეს ადგილი ძალიან ჰგავდა მათ მიტოვებულ სამშობლოს. შტია, ანუ ეშტია, იმ დროს ნახევრად დანგრეული სოფელი იყო, ნაწილობრივ ხის, ნაწილობრივ კი ქვის სახურავებით. ნანგრევებად ქცეული სახლების გვერდით ნახევრად დანგრეული, წითელი ქვით ნაგები ეკლესია იდგა. აღმოსავლეთით ძველი საფლავები იყო - ქვის ჯვრები. ბევრ ქვაზე იყო წარწერა და ფიგურები, რომლებიც ნამდვილ მოვლენებზე მოგვითხრობდნენ: ხმალი და თოფი - ჯარისკაცის საფლავზე, წიგნი - მღვდლის, ხოლო გუთანი - უბრალო სოფლელის.

ეკლესიის წინ, ზურგით ქვაზე მიყრდნობილი მოხუცი იდგა. როდესაც ჰკითხეს: „ვინ ხარ, სომეხი თუ ქართველი?“ მისი პასუხი ცალსახა იყო: „ეს სამყარო ქართველსა და სომეხს არ ჰყოფს. სომხურად მკითხეთ, სომხურად გიპასუხეთ. ქართულად რომ გეკითხათ, ქართულად გიპასუხებდით. ცუდს ველოდი, მაგრამ ღვთის წყალობით კარგი ვნახე. აღარ მადარდებს, რომ მოვკვდე. მე შტიის სოფლისთავი ვარ. ღმერთს მადლობა, რომ მოხვედით. არ მიატოვოთ აქაურობა, ამ მიწაში ბევრი განძი გვაქვს. აღმოსავლეთით წმინდა გევორგის სამლოცველოა, სამხრეთ-აღმოსავლეთით ქართული წმინდანის ხსოვნაა. ნახავთ, მათი ძალა, თქვენზეც გადმოვა. არ დაანგრიოთ საფლავები. შეინახეთ ხსოვნა. თუ ჩემი შვილები დაბრუნდებიან, მიიღეთ. მე კი აქ დამარხეთ“,- თქვა და გაჩუმდა. მისი სიტყვა შეასრულეს.

ეშტია სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი დიდი სოფელია. აქ წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, ორი საჯარო სკოლა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, პოეტ ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმი, კლუბი, სხვადასხვა კულტურული წრე, დიდი და პატარა სტადიონები, სპორტული დარბაზი,  პარკი, მრავალი სამლოცველო, კულტურული ძეგლი, ქვაჯვრი, ციკლოპური ციხესიმაგრეები და ანკარა წყაროებია.

სოფელი გამოირჩევა მდიდარი ტრადიციებით, სახელმწიფო, სახალხო და რელიგიური დღესასწაულებით, რომლებსაც საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სოფლის ცენტრში, მაღლობზე, საუკუნეების ისტორიის მქონე წმინდა ეკლესია დგას, რომელიც მთელ სოფელს მფარველობს. აქ ყოველი დილა წმინდა ზარების რეკვით იწყება. ხმა მთელ სოფელში ვრცელდება და მღვდელი ლოცვას იწყებს. 

სოფლის საგანმანათლებლო კერები, კულტურული და სპორტული აქტივობები სოფლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ ბავშვები იძენენ ცოდნას და სწავლობენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს - როგორ იყვნენ ადამიანები, მოქალაქეები, მეგობრები, ამხანაგები. ეს გაკვეთილები მათ მთელი ცხოვრება თან სდევს და მათი წყალობით ვვითარდებით.

ჩვენ გვყავს:

  • ექიმები, რომლებიც სიცოცხლეს იხსნიან.
  • მასწავლებლები, რომლებიც ცოდნას გადასცემენ მომავალ თაობებს;
  • ინჟინრები, რომლებიც მომავალს აშენებენ;
  • მეცნიერები, რომლებიც ახალ ჰორიზონტებს აღმოაჩენენ;
  • ხელოვანები, რომლებიც კულტურას ამდიდრებენ;
  • ქველმოქმედები, რომლებიც სიკეთეს ავრცელებენ;
  • ჯარისკაცები და გენერლები, რომლებიც სამშობლოს იცავენ.

ძველი და ახალი თაობების სიყვარულითა და შრომით შეიქმნა ეს ყველაფერი, რაზეც დღეს ვდგავართ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ დიდი პასუხისმგებლობით, ერთგულებითა და სიყვარულით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციებს, ახალ ფურცლებს ვამატებთ ჩვენი სოფლის ისტორიას და პასუხისმგებლები ვართ, რომ ჩვენი წინაპრების ძვირფასი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს გადავცეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ისტორიისა და წარსულის პატივისცემას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება