TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონფერენცია გაიმართა 
07-07-2025
-
+


სკოლა „ანაბასისში“ მასწავლებელთა პროფესიული წინსვლა და განვითარება მხარდაჭერილი და წახალისებულია. პედაგოგები კი ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შიდა კონფერენცია, რომელიც ეფუძნებოდა წინასწარ განსაზღვრულ დებულებას და მიზნად ისახავდა პედაგოგიური საქმიანობის გააზრებას, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის ჩატარების იდეა წარმოშვა იმ მრავალფეროვანმა ინოვაციურმა და საგანმანათლებლო პროცესმა, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა. სკოლა ამ წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდა წარმატებული პროექტებითა და მოსწავლეთა მიღწევებით: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი, რესპუბლიკურ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები, სხვადასხვა საგანმანათლებლო ფესტივალების ორგანიზება და მასწავლებელთა მონაწილეობა საერთაშორისო STEM გადამზადების პროგრამაში.

კონფერენცია წარიმართა გახსნილი დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და შეფასების რეჟიმში. მასში მონაწილეობდნენ სკოლის ყველა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები, კლასის ხელმძღვანელები და კათედრის ხელმძღვანელები.

დებულებით, კონფერენციაში ჩართვა შეუძლიათ  პრაქტიკანტებს და პრაქტიკის ხელმძღვანელებს. სკოლა თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, რომლებიც მასწავლებელთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. სკოლის ადამიანური და მატერიალური რესურსი იძლევა საშუალებას, მომავალმა პედაგოგებმა გაიარონ სრულყოფილი პედაგოგიური პრაქტიკა და  მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, რაც დაეხმარებათ პედაგოგიურ საქმიანობაში.

მონაწილეებმა თავიანთი პროფესიული პრაქტიკა წარადგინეს სხვადასხვა ფორმატით: სიტყვით გამოსვლები, პრეზენტაციები, თემატური კოლაჟები და მოკლე ვიდეორგოლები. ძირითადი თემები შეეხებოდა სწავლების მეთოდებსა და ცვლილებებს, მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, კლასის მართვის გამოცდილებასა და საგნობრივი კათედრების საქმიანობას. კონფერენციაზე  პრაქტიკანტმა, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელმაც წარმატებით გაიარა პრაქტიკა სკოლაში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც „ანაბასისი“ აირჩია პრაქტიკის ადგილად, ასევე შეძენილ ცოდნასა და მის მომავალ პროფესიულ გზაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას თან ახლდა თბილი და შემოქმედებითი ატმოსფერო. მონაწილეები გულწრფელად მიესალმნენ ერთმანეთს, გაიზიარეს წარმატებები და ინოვაციური მიდგომები. კონფერენცია დასრულდა მონაწილეთა სერტიფიცირებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სკოლის მიერ დამზადებული სერტიფიკატი, ხოლო განსაკუთრებით გამორჩეული პრაქტიკის ავტორებმა - მადლობის სიგელი დაიმსახურეს და მათი გამოვლენა თვით კონფერენციის დელეგატების მიერ მოხდა.

სკოლა „ანაბასისი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას გააჩნია ძლიერი ადამიანური და მატერიალური რესურსი და მზად არის უზრუნველყოს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო გარემო, როგორც მოქმედი მასწავლებლებისთვის, ისე მომავალი პედაგოგებისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სკოლის პედაგოგებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, გულწრფელი შრომის, თანადგომისა და კოლეგიალური დამოკიდებულებისთვის. თქვენი ყოველდღიური ძალისხმევა, ერთგულება და მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნვა ქმნის იმ გარემოს, სადაც განათლება ღირებულებად იქცევა და ბავშვების წარმატება - რეალურ მიზნად. გისურვებთ მუდმივ პროფესიულ წინსვლას, შემოქმედებით ენერგიასა და იმ ძალას, რომელიც მომავალ თაობას უკეთეს  მომავალს სთავაზობს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება