| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება თუ პროექტი იმართება.
მოსწავლეები კარგად აცნობიერებენ, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები სულ უფრო და უფრო მკვეთრად ვლინდება ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, რაც დასტურდება მრავალრიცხოვანი დაკვირვებებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ დედამიწის არსებობის მანძილზე გლობალური კლიმატი ბევრჯერ მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ ამჟამინდელი კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულია, რადგან იგი გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური საქმიანობით.
სწორედ აღნიშნულ თემას მიეძღვნა 2024-2025 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტი - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“.
სკოლის პროექტის გათვალისწინებით, რომლის მთავარი მესიჯი იყო - „ცოდნა ძალაა, ცოდნა გადაგვარჩენს“ მოსწავლეებმა ისტორიულ ჭრილში განიხილეს განიხილეს დიდნაურის ნაქალაქარის მაგალითი, რამ გამოიწვია, ამ ცივილიზაციის განადგურება.
მოსწავლეებმა საკითხი სიღრმისეულად შეისწავლეს და ცოდნა გაიმდდირეს.
პროექტის შემდეგ ეტაპზე იგეგმება დიდნაურის ნაქალაქარის მონახულება და სასკოლო თუ სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე დებატების გამართვა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა