| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, არაფორმალური განათლების პროექტსა თუ ღონისძიებაში, იმდიდრებენ ცოდნას, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
ამჯერად, სკოლაში აღნიშნავენ მე-8 კლასის მოსწავლის - ანასტასია ხუციშვილის ბრწყინვალე წარმატებას TOEFL Junior-ზე.
მე-8 კლასელმა English Book Education-ის ორგანიზებულ საერთაშორისო გამოცდაზე საამაყო შედეგი აჩვენა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს ანასტასია ხუციშვილს განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, რომელიც საერთაშორისო გამოცდაზე TOEFL Junior Standard მიაღწია, მან მოიპოვა უმაღლესი „Superior“ (დონე 5) შეფასება.
ანასტასიამ არა მხოლოდ გამოავლინა ინგლისური ენის შესანიშნავი ცოდნა, არამედ წარმატებით დაძლია ევროპული ენის დამოუკიდებელი მომხმარებლის B2 დონე, რაც მისი განსაკუთრებული აკადემიური ნიჭისა და თავდადების ნათელი დადასტურებაა. ამ გამორჩეული მიღწევისთვის ანასტასიას გადაეცა საპატიო სერტიფიკატი!
გილოცავ, ანასტასია! შენ ხარ ნამდვილი ვარსკვლავი, და ჩვენ უზომოდ ვამაყობთ შენი წარმატებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ანასტასიას ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო კობაიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - ზიზო ბურდული.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა