სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საშვი“, რომლის გარეშეც ტესტირებაზე არ დაიშვებით - ცნობილია, რამდენი გამოსაცდელი იქნება თითოეულ სექტორში
29-06-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათის მნიშვნელობაზე, მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ თითოეულ სექტორში იქნება 15 გამოსაცდელი და ორი დამკვირვებელი.

„გამოსაცდელებმა უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  და საგამოცდო ბარათი; ეს არ არის ფარატინა ფურცელი, ერთგვარი „საშვია“ გამოცდაზე... მასზე დატანილია ინფორმაცია ქალაქის, საგამოცდო ცენტრის შესახებ, საგანი, თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია... სამწუხაროდ, მიუხედავად გაფრთხილებისა, გვაქვს დაგვიანების შემთხვევები, რა დროსაც აპლიკანტი იხსნება გამოცდიდან.

რაც შეეხება საგამოცდო სივრცეს, დაყოფილი სექტორებად და თითოეულ სექტორში არის 15 გამოსაცდელი, კოორდინატორი გააცნობს ყველა წესს და უნდა გაითვალისწინონ, რომ  დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობისთვისაც იხსნება აპლიკანტი გამოცდიდან. შარშან 1 შემთხვევა გვქონდა.

აკრძალულია ტელეფონის, ზურგჩანთის შეტანა... უნდა შევიდეს გამოსაცდელი ყოველგვარი ზედმეტი ნივთის გარეშე, კალამს ყველას ვახვედრებთ, უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი და წყალი, სურვილის შემთვევაში.

ყველას მოვუწოდებ არ  ინერვიულონ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არც ისეთი მაღალია“, - განაცხადა ნინო წერეთელმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება