TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ
24-06-2025
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის საბა მელისკაურის პროექტის „სამოქალაქო ცნობიერების კლასიკური გაგება - ილია ჭავჭავაძის მაგალითი“ ფარგლებში მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ. 

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ბუჯიაშვილი, ანა ბიაშვილი, თეონა ქუმსიაშვილი და ხათუნა გიგაური მონაწილეობდნენ მასწავლებლის მიერ მუზეუმის გარე სივრცეში ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილში.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ისაუბრეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, სამშობლოს უანგარო მსახურების მაგალითსა და ჭეშმარიტი სამოქალაქო ცნობიერების არსზე. სამუზეუმო კომპლექსში მწერლის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებამ მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო და გასაგები გახადა ილია ჭავჭავაძის მიერ განვლილი რთული გზა და მისი ღვაწლის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად განიხილეს ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსი „პოეტი“, ისაუბრეს პოეზიისა და პოეტის როლსა და დანიშნულებაზე საზოგადოებაში პატრიოტული ცნობიერების განვითარების თვალსაზრისით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს და თითოეულ მოსწავლეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესისა და პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება