მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონის“ ინოვაციური პროექტი izrune.ge-ს ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ, თავად მონაწილეებმა შეაფასეს, თუმცა მანამდე, პროექტის, მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო:
„აქ იჭედება საქართველოს მომავალი, რომელიც დგას ეფექტური გადაწყვეტილებების უნარზე, ამ უნარს კი ინოვაციური პროექტი ავითარებს...“, - განაცხადა ბატონმა გოჩამ და ზაფხულში პროექტში ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მით უმეტეს, რომ ზაფხულის შედეგების მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისში დასახელდებიან „საქართველოს ბედნიერების ელჩები“, რომლებიც იქნებიან სიკეთისა და ცოდნის გამავრცელებლები საზოგადოებაში. ტიტულის მფლობელებს, გარდა იმისა, რომ უკეთ გაიაზრებენ საკუთარი მიღწევის შედეგს, ექნებათ საზოგადოებრივი დატვირთვა - სასწავლო წლის ბოლოს მათ მშობლებს მიენიჭებათ „საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახის“ სტატუსი.
„ჩვენი სიმდიდრე განათლებულ ახალგაზრდებშია, დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვები შექმნიან პროგრესსა და მომავალს” - განაცხადა პროექტის ავტორმა.
„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“, - ასე შეაფასა პროექტი ხატია ინჯგიამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, რომლის შვილიც, მე-3 კლასელი დანიელ ჯალაღონია, თბილისის N 60 საჯარო სკოლის მოსწავლე, პირველი კლასიდან ჩართულია პროექტში.
„მინდა, მადლობით დავიწყო, ჩემი უფროსი შვილი წლების განმავლობაში ჩართული იყო izrune.ge-ში და მიხარია, რომ ამ პროექტთან წლების მეგობრობა გვაკავშირებს.. ახლა კი დანიელია აქტიური იზრუნელი, რომელიც პირველივე კლასიდან ასრულებს ტესტებს და საკუთარი წარმატებით ყველას გვახარებს. მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის... ხუთშაბათის ტესტირება გვაძლევს დამატებითი ურთიერთობის შესაძლებლობას და ვისურვებდი, ამ პროექტს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდანაც - ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უყურადღებოდ არ უნდა რჩებოდეს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მოგვწონს თავად ტესტები, კითხვები პროგრამულადაც ძალიან კარგადაა შერჩეული და ბავშვს, პროექტის შედეგად მიღებული ცოდნა ყოველთვის გამოადგება. ისეთი თაობა მოდის, რთულია, ეს ბავშვები რაიმეთი დააინტერესო, izrune.ge კი ყველა ბავშვს უყვარს“.
სუმაია დუიშვილი, დუისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე:
„izrune.ge- ს ტესტები ძალიან მომწონს, ზღვა ინფორმაციის წყაროა, ჩემი განათლების პირადი მენეჯერი სხვადასხვა მასალას გვიგზავნის, რომლის მიხედვით ტესტებისთვის ვემზადებით, ამ მასალით კი ხშირ შემთხვევაში ვსწავლობთ იმას, რაც იმ დროისთვის სკოლაშიც არ გვაქვს გავლილი; შემდეგ უკვე სკოლაში მიმარტივდება სწავლა. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ izrune.ge-ში რაც შემხვდა სკოლის, ტესტებშიც იგივე კითხვა მოვიდა, რაც ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ყოველთვის ვცდილობ, მივიღო მაქსიმალური შედეგი - მახარებს დამსახურებული დიპლომები, თითოეულ მათგანს ვინახავ და ვაგროვებ - ეს მოტივაციას მაძლევს, მეტი ვისწავლო და მეტი გავიგო“.
მარიამ კვარაცხელია, ჯგალის თემის საჯარო სკოლის მე- 5 კლასის მოსწავლე:
„მე ძალიან მომწონს izrune.ge და მიხარია რომ წარმატებული გავხდი. პროექტში ჩართულობით, ვიღებ ცოდნას, გამოცდილებას და ამისთვის მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას, ასევე izrune.ge-ს მთელ გუნდს, ასეთი საინტერესო პროექტისთვის. ტესტები ძალიან მეხმარება სასკოლო მასალის დაძლევაში, მეამაყება, რომ რომ პროექტის მონაწილე ვარ“.
მარიამ წულაია, თბილისის N18 საჯარო სკოლის მოსწავლე მე-5 „ბ“ კლასის მოსწავლე:
„თითქმის ნახევარი იზრუნელები მიცნობენ და ბედნიერი ვარ, რომ ყოველთვის, სადაც ვხვდებით ერთმანეთს, მეგობრების გარემოცვაში ვგრძნობ თავს. ჩვენ ერთმანეთის წარმატება გვაბედნიერებს» მადლობას ვუხდი განათლების პირად მენეჯერს და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასეთი საინტერესო პროექტისთვის... სკოლაში ძალიან მეხმარება მიღებული ცოდნა, დირექტორიც, მასწავლებლებიც მაქებენ, რაც izrune.ge-ს დამსახურებაა. მინდა, ჩემს თანატოლებს ვურჩიო, რომ ჩაერთონ პროექტში“.
ია ასრათაშვილი, თბილისის N182 საჯარო სკოლის მოსწავლეების: მე- 3 კლასელი ნია ბერიძისა და მე-6 კლასელი რეზი ბერიძის მშობელი: „გონების განმავითარებელი ამ პროექტით ბავშვები პირველ რიგში იღებენ ზღვა ინფორმაციას, გარდა იმისა, რომ იძენენ ცოდნას, მშობლებს საშუალება გვაქვს, შევაფასოთ მათი შესაძლებლობები. ნია აქტიურად გადის izrune.ge-ს ტესტებს, რეზიმ კი საგნობრივ ოლიმპიადებში იაქტიურა. პროექტი ბავშვებს განვითარებაში ეხმარება, აძლევს მოტივაციას, როცა საკუთარ წარმატებას ხედავენ, მეტად თავდაჯერებულები ხდებიან. ნიაკო ღონისძიებაზე დიდი სიხარულით წამოვიდა“.
ნატალია წულაია, სალხინოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ღონისძიებაზე ორიგინალური მაისურით გამოცხადდა:
„ბედნიერი ვარ და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მახარებს, რომ დღეს დაჯილდოებას ვესწრები. ჩემი წარმატება სკოლაშიც აღინიშნა. ჩემს სკოლას izrune.ge-მ წამატების დამადასტურებელი სერტიფიკატები და მადლობის წერილი გადასცა, რის გამოც მადლიერი ვარ. დირექტორმა - ნუნუ სილაგავამ და ჩემმა ხელმძღვანელმა, მილედი თოდუამ დიდი სიხარულით გადმომცეს ჯილდოები, მოხარული ვიქნები, თუ ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთვება პროექტში. წინ კი ძალიან სახალისო საზაფხულო ტესტები გველოდება. მაისურს რაც შეეხება - იდეა ჩემია, რადგან ვფიქრობ, რომ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ბავშვების წარმატებაზე ზრუნავს“.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
ღონისძიებამ ხელი შეუწყო სკოლის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს