სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებისა და დირექტორებისთვის ორეტაპიანი ტრენინგები დაიწყო - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას აქვეყნებს
18-06-2025
-
+


ხელოვნური ინტელექტის (AI)  სასწავლო პროცესში ეფექტური ინტეგრაციისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგებს იწყებს.
 
„პროგრამა განკუთვნილია მასწავლებლებისა და დირექტორებისათვის. ამ ეტაპზე ის საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. ტრენინგები ორ ეტაპად ტარდება.
 
პირველ ეტაპზე მონაწილეები ეცნობიან ხელოვნური ინტელექტის არსს, ეთიკური გამოყენების პრინციპებს და მისი გამოყენების პოტენციალს განათლებაში.
 
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Chat-ზე დაფუძნებულ AI ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით შეიმუშაონ ინოვაციური სასწავლო და მეთოდური რესურსები. ასევე შექმნან საკუთარი ჩატბოტები და გამოიყენონ ისინი სასწავლო პროცესში ინტერაქტიური სასწავლო მასალების შექმნისა და მოსწავლეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით.
 
მეორე ეტაპზე მონაწილეები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი კონკრეტული საგნების სწავლა-სწავლების პროცესში. მათ მიერ შემუშავებული იქნება შინაარსობრივი და მეთოდური რესურსები, რაც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების დანერგვას. საპილოტე პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის რაციონალურ გამოყენებას. ტრენინგების შედეგები გამოყენებული იქნება მომავალი ფართომასშტაბიანი ინიციატივების დაგეგმვისას“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება