| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელოვნური ინტელექტის როლი სასწავლო პროცესში სულ უფრო იზრდება და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები თუ მასწავლებლები აქტიურად იყენებენ ChatGPT-ს ერთ-ერთ რესურსად; ისიც უამრავ კითხვას პასუხობს, თუმცა საინტერესოა, თავად თუ აქვს კითხვები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
სასწავლო წლის ბოლოს, გადავწყვიტეთ, ხელოვნურ ინტელექტისთვის გვეთხოვა, შეედგინა კითხვარი,არაფორმალური და ცოტა სახალისოც. გთავაზობთ თბილისის N103 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის, რუსუდან ნუცუბიძისა და ფიზიკის მასწავლებლის - მაია ხარატიძის პასუხებს:
- როგორი გაკვეთილი რჩება ყველაზე დიდხანს მოსწავლეების მეხსიერებაში და რატომ?
- მოსწავლის მეხსიერებაში ყველაზე დიდხანს რჩება გაკვეთილები, რომლებიც დატვირთულია არაფორმალური განათლების ელემენტებით. არაფორმალურ გარემოში მოსწავლე უფრო თავისუფალია, შეუძლია თავისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მეტად გამოვლინება.
- რა არის ყველაზე უჩვეულო ან სახალისო კითხვა, რაც მოსწავლეს უკითხავს გაკვეთილზე?
- რატომ ისწავლეთ ფიზიკა? ქიმია? არ გეზარებოდათ?
- გქონიათ შემთხვევა, როდესაც გაკვეთილზე სიცილს ვერაფრით იკავებდით? რატომ?
- ბავშვს ვასწავლიდი მატერიის ცნებას და როდესაც შევეკითხე, რა არის მატერია მიპასუხა - „ტრიაპკა, მას“...
- ყველაზე უცნაური რამ, რაც მოსწავლემ გამოცდაზე/საკონტროლოზე/შემაჯამებელზე დაგიწერათ?
- წარწერა შემაჯამებლი ფურცელზე „ჯიგარი ხართ, მას“...
- სკოლის რომელი დღე ან ღონისძიება გახსოვთ, როგორც ყველაზე მხიარული?
- მხიარული სტარტები, რომელზეც მასწავლებელს არაფერი გამოსდის, მოსწავლესთან შედარებით.
- თქვენს სკოლაში ჯადოსნური ღილაკი რომ გაჩნდეს, რომელიც სკოლასთან დაკავშირებულ ერთ ნებისმიერი სურვილს აგისრულებთ - რომელი იქნებოდა ეს?
- სასკოლო ლაბორატორიების თანამედროვედ მოწყობას.
- ვინ იცინის სასწავლო წლის ბოლოს?
- რა თქმა უნდა, მოსწავლეები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა