| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვიტაც განისაზღვრა სკოლები, რომლებსაც რუსული სომხური ან აზერბაიჯანული სექტორები აქვთ.
ა) ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლასა და სსიპ – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და სომხურ სექტორზე;
ბ) ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და რუსულ სექტორზე;
გ) ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში, სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში, სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლასა და სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე;
დ) ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე;
ე) ქალაქ წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში, სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლასა და სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და სომხურ სექტორზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა