სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შინაარსით მდიდარი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი კერძო სკოლა „ანაბასისში“
27-05-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, VII კლასში (ხელმძღვანელი ეკატერინე ორბელაძე) ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამორჩეულად ლამაზი, შინაარსით მდიდარი და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული შემაჯამებელი გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი თამარ სვანიძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი საგნობრივ ინტეგრაციას ეყრდნობოდა - მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოსი“ სხვადასხვა ჭრილში გააანალიზეს და იგი  გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება და მუსიკაში  განხილულ ანალოგიურ საკითხებთან დააკავშირეს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა შინაარსობრივად გაიაზრეს და ტექსტთან ორგანულად დააკავშირეს ისეთი ღირებულებები როგორიცაა: ღირსება, მეგობრობა, თავმოყვარეობა და სამშობლოს სიყვარული.  

მათ გაკვეთილზე წარმოადგინეს მათივე შექმნილი სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი პროდუქტები - პოსტერები, რუკები, კომიქსები, ვიდეოპრეზენტაციები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა აფხაზეთის თემას: ისაუბრეს მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ისტორიულ წარსულსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მათ გამოიკვლიეს ავტორის - ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, გააანალიზეს ლიტერატურული ტექსტი და შედარებისთვის განიხილეს ამავე სახელწოდების ფილმი და სპექტაკლი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გონივრულმა პარალელებმა, მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა მოსწავლეების მსჯელობა. განსაკუთრებული ემოციური ელფერი შეიტანეს მოსწავლეებმა სასწავლო პროცესში მაშინ, როცა გაიხსენეს ერთად ნანახი ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „ჰელადოსი“, რისთვისაც თეატრს სკოლაში დიდ მადლობას უხდიან და დასძენენ, რომ სპექტაკლმა მოსწავლეებში ახალი განცდები გააღვივა და ტექსტის სიღრმისეული გააზრებისთვის გაუხსნა გზა.

ბილეთებზე მოსწავლეებმა ტექსტიდან შერჩეული შთამაგონებელი ფრაზები დაწერეს, მათზე ენობრივ-შინაარსობრივი ანალიზი გააკეთეს და თითოეული ბილეთი სანიშნეებად აქციეს - როგორც სიმბოლო იმისა, რომ ლიტერატურა მხოლოდ წასაკითხი კი არაა, უნდა  შეიგრძნო. გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო თანამედროვე პრობლემატიკას - ბულინგის თემას. მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლებაში მიღებული ცოდნა ტექსტში ასახულ პრობლემას დაუკავშირეს, იმსჯელეს ბულინგის შედეგებზე და გამოიტანეს  დასკვნები, რაც მათ მოქალაქეობრივ ცნობიერებაზე მეტყველებდა. ტექსტს ახალი დასასრულიც კი შეუქმნეს და პერსონაჟთა ხედვები თავიანთ ინტერპრეტაციებში გარდაქმნეს.

გაკვეთილის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ერთ-ერთი მოსაწავლის - მარიამ ბოგვერაძის ვიოლინოზე შესრულებული ბეთჰოვენის „ზაზუნა“. მუსიკამ გაკვეთილს ემოციური სიღრმე შემატა და თანაკლასელებს ახალი თვალით დაანახა მარიამის ნიჭი.

„სწორედ ასეთია ლიტერატურის ძალა - გააღვივოს და განავითაროს შემოქმედებითი უნარები.  გაკვეთილი გახდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ სწავლება შეიძლება იყოს შთამაგონებელი, ცოცხალი და ემოციურად ამაღელვებელი. მოსწავლეებმა  ითანამშრომლეს ერთმანეთთან, მსჯელობდნენ არგუმენტირებულად, გაიზარდა მათი თვითშეფასება, მოტივაცია. მათ საკუთარ ადგილი დაინახეს შემოქმედებით სივრცეში. გაკვეთილის ბოლოს, საქართველოს რუკაზე გულების ფორმის ფურცლები განათავსეს, რომლებზეც საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს სამშობლოს მიმართ. მათ გააცნობიერეს, რომ „სამშობლო უფრო ღრმადაა... უფრო შიგნით“, და თითოეული ჩვენი ქმედება ქვეყნის სიყვარულთან მჭიდროდაა დაკავშირებული. დასასრულს, მოსწავლეებმა მიიღეს შთამაგონებელი თემა დასაწერად: „საქართველოში დავიბადე და ბედნიერი ვარ“. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თამარ სვანიძეს — ამ შინაარსით მდიდარი, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გაკვეთილის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მადლობა VIIა კლასის მოსწავლეებს  — გაწეული შრომისთვის, თანამშრომლობისთვის . ეს იყო გაკვეთილი, რომელიც მეხსიერებაში დიდხანს დარჩება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება