სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებითი საჯარო ლექცია მოისმინეს
15-04-2025
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

ახლახან, KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი ბესო კაკაბაძე ესტუმრნენ.

შემეცნებით საჯარო ლექციას „ჯგუფის ქცევა და მისი ბოროტი ბუნება” იმერეთის რეგიონის IX-XII კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის ხელმძღვანელმა მირანდა გიორგაშვილმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ეხება ჯგუფის გავლენას ადამიანის ქცევაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომლითაც ჯგუფი ცვლის მისი თითოეული წევრის განწყობას, აზროვნების სტილსა და ემოციებს.

„პასუხი გაეცა კითხვებს, თუ რა იწვევს გონიერი ადამიანის ირაციონალურ, იმპულსურ და ზოგჯერ დესტრუქციულ ქცევასაც კი, როცა ის ჯგუფშია, და როგორ შეიძლება ჯგუფის ასეთი გავლენისაგან თავის დაღწევა. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თავისი ხედვები და დაკვირვებები, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება