| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღბა ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებასა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.
თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია და არანაირი ნიშნით არ უნდა გამოარჩიონ თანატოლები.
ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კი არაერთი აქტივობა ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის N16 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა, უმცროს მეგობრებთან ერთად „გააფერადეს სამყარო“.
„ამჯერად VI კლასის მოსწავლეები პირველკლასელებთან ერთად მხიარულად აფერადებენ სამყაროს“, - ასე დაახასიათა სკოლამ მოსწავლეთა აქტივობა, რომელიც ხელოვნების პედაგოგის მაია ფხაკაძისა და მისი მოსწავლეების დამსახურებით, თანასწორობისა და ტოლერანტობის მაგალითად იქცა.
ინფორმაციისთვის: 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა