TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ
07-04-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და განათლების ხარისხზე აისახება. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბუნების, ქართულისა და ხელოვნების კომბინირებული გაკვეთილის, სადაც მოსწავლეებმა უხერხემლო ცხოველების მნიშვნელობაზე, პეპლის სასიცოცხლო ციკლზე ისაუბრეს და საკუთარი ხელით დამზადებული მაკეტები წარადგინეს, შესწავლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ვიზიტმა.

მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „4 სიცოცხლე“ ჩაერთნენ და ცოდნა გაიმდიდრეს. მოსწავლეები გაეცნენ  აბრეშუმის მუზეუმის ისტორიას, აბრეშუმის ტრადიციული წარმოების მეთოდებს, ნახეს, როგორ იღებდნენ ძვირფას აბრეშუმის ძაფს და როგორ იყენებდნენ მას ტექსტილის წარმოებაში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მატერიის შესაღებად განკუთვნილმა ბუნებრივმა და ქიმიურმა საღებავებმა.

გაკვეთილის სახალისო და შემეცნებითი ნაწილი იყო თუთის აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლის ვიდეომასალის ჩვენება და ბუკლეტების დარიგება. მოსწავლეებმა  თავად დაასურათეს სტიკერებით. მუზეუმისგან მიღებულმა საჩუქრებმა კი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.

ასეთი კომბინირებული და პრაქტიკული სწავლება საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა ცოდნის გასამდიდრებლად და სამყაროსადმი ინტერესის გასაღვივებლად.

წმინდა ნინოს სკოლის პედაგოგები და დამრიგებლები: ნათია ხუჭუას, ლეილა თვალაბეიშვილი, ქეთი დევნოზაშვილი, თამარ თაქთაქიშვილი და ელენე მიროტაძე საინტერესო აქტივობის ინიციატორები იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება