| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე შეემატა.
სკოლის მოსწავლეთა გუნდი მასშტაბური ღონისძიების გამარჯვებულია.
ჟიურიმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისათვის GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის მიერ გამართულ საგანმანათლებლო პროექტ „მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისათვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში“- შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამარჯვებულად ცნო სკოლის გუნდი.
გუნდი საზეიმოდ დაჯილდოვდა ლეპტოპით.
ღონისძიებას ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობისა და პროექტის გავლენაზე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა.
სასკოლო საზოგადოება ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელ ლია ნათენაძესა და გუნდის წევრებს: ანი ტყაბლაძეს, მარიამ ესებუას, მარიამ კვესელავას, მიხეილ გოგსაძეს და ნინი ხურციძეს.
ასევე მადლობას უხდიან აქტიური ჩართულობისათვის სკოლის მეორე გუნდის ხელმძღვანელებს - ირმა მონიავასა და რიტა თვალაბეიშვილს და წევრებს: ვატანგ ასუმბანს, ნინო დიაკონიძეს, ნიკოლოზ მეფარიშვილს, ნიკა კირკიტაძესა და ნიკა რობაქიძეს.
„მადლობა GREDA - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას ასეთი შესაძლებლობისათვის, მხარდაჭერისათვის!“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებით წარმობენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა