| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ბუნების დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.
2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკლუბი სახელწოდებით - „ნორჩი მაძიებლები“.
ეკოკლუბს ხელმძღვანელობენ - გეოგრაფიის პედაგოგი მაია აბაშიძე და ბიოლოგიის პედაგოგი მზიური ბერიძე.
კლუბში გაწევრიანებულნი არიან მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეკოკლუბს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ, როგორ ხდება მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული ველური ბუნების შენარჩუნება და ეკოტურიზმის განვითარება.
ამასთან დაკავშირებით სკოლაში მიწვეული იყვნენ მტირალას ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მართვის მთავრი ექსპერტი ნინო ფუტკარაძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მთავარი ექსპერტი, ბიოლოგიის მაგისტრი მარიამ ბერიძე.
ეკოსაგანმანათმლებლო პროგრამის ფარგლებში სტუმრებმა მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით გააცნეს მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება და მოსწავლეებს სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა შესთავაზეს.
„აპრილში ეკოკლუბს მონაწილე ბავშვები სასწავლო ექსკურსიით მოინახულებენ მტირალას ეროვნულ პარკს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან სტუმრებს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა