TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ კონფერენციაზე, პირველი ადგილი მოიპოვა
31-03-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებში.

ახლახან, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით - „წარსულის ხმა“, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობით მივიწყებული ისტორიული მემკვიდრეობის აღმოჩენასა და შესწავლას.

ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც საკუთარი სოფლების შესახებ მივიწყებული ან/და ნაკლებად ცნობილი ისტორიები წარმოადგინეს.

ბოდბისხევის საჯარო სკოლაში აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი, ლია ელაშვილი, IX კლასის მოსწავლეებთან - მარიამ კუსრაშვილთან, ნატო ტუხაშვილთან და ასევე X კლასის მოსწავლე დავით დოლაშვილთან ერთად. 

პროექტის ფარგლებში ჟიური სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულ სამ სკოლას შორის კი პირველი ადგილი წილად ხვდა ბოდბისხევის საჯარო სკოლას.

„ბოდბისხევის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის აქტიურ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება