| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია აქტიურად შეუერთდა.
სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიის პედაგოგ მარიამ ბერიძის ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო- შემეცნებითი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა.
მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგენეს საინტერესო პრეზენტაციები და ვიდეორგოლები, რომლებიც მოიცავდა დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ინფორმაციას, ვიდეროგოლებში კი მოყვანილი იყო რეალური ისტორიები და შთამაგონებელი მაგალითები, რაც დაეხმარა მონაწილეებს უკეთ გაეცნოთ საკითხი.
პრეზენტაციების დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა გამოავლინეს. ვიქტორინის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა სკოლა-გიმნაზიის ყველა კლასში, სადაც ჩატარდა თემატური კლასის საათები, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს გაძლიერებას.
21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. კვირეული, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველო აღნიშნავს, მიზნად დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა