სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოქალაქევის საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციას შეწირულ გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
12-03-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის ბიბლიოთეკაში, ჩატარდა საქართველოს ოკუპაციას შეწირული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გმირები უკვდავები არიან“.

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს და ისაუბრეს ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებაზე სამშობლოს წინაშე. გაიხსენეს 1921 წლის თებერვლის ოკუპაცია,1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია,1992-1993 წლებში, აფხაზეთში დაღუპული სენაკელი ეროვნული გმირები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, გენო ადამია და ნოდარ კანკია.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - ისტორიის მასწავლებელი შორენა შამათავა და მუსიკის მასწავლებელი ლამზირა ბოკუჩავა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებელი მაშა თოფურია და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება