სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავითი - ჩვენი დიდი წინაპარი“ - ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მეფეთა მეფის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
11-03-2025
-
+


ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.

სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნება და მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცების, საკითხის სიღრმისეულად დასწავლის საშუალებას აძლევს.

ახლახან დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, სახელწოდებით - „დავითი - ჩვენი დიდი წინაპარი“.

ბავშვებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, იმსჯელეს მისი პიროვნების როლზე მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში, დავითის ურთიერთობაზე ჯვაროსნებსა და მეზობელ სახელმწიფოებთან, მეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაზე.

„მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენაზე - დიდგორის ბრძოლაზე - 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე 55 600 მეომრისგან შემდგარმა საქართველოს ლაშქარმა 500 000 თურქ-სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხა და ბრძოლას „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა. ასევე ნახეს ფილმი დავით აღმაშენებლის ცხოვრებაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებას კი ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: დიანა გოგინაშვილი და ირმა წერეთელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება