| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათ წახალისებას, იპოვონ და განივითარონ ნიჭი და შესაძლებლობები. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა კონკურსში წარმატებას აღწევენ და სკოლას ასახელებენ.
ახლახან, ქუთაისში „ქართული ლიგის“ სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატზე ქუთაისის სკოლების მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის გუნდი „ბრავო“ კონკურსში ევროპის უნივერსიტეტის რჩეულად დასახელდა და დამსახურებული პრიზიც მიიღო.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ქუთაისის სასკოლო ჩემპიონატის რჩეულ 10 საჯარო სკოლას შორის დასახელებულ ჩვენი სკოლის დებიუტანტ გუნდ „ბრავოს“. სკოლის სახელით დიდი მადლობა მონაწილეებს - მარიამ კაპანაძეს, ნიკოლოზ ესებუას, ბარბარე ხალიანს, თაზო ცხადაძეს, ედიკა რიჟამაძეს, ბარბარე მილაძეს და ანასტასია ნიქაბაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა