სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტი ღიმილით და ყვავილებით სავსე თვეა - გაზაფხულის დღე-სასწაული ეშტიის N1 საჯარო სკოლაში
10-03-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

მარტი ღიმილით და ყვავილებით სავსე თვეა - მოსწავლეებმა ღონისძიება გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს, რომელიც განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან მასში სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

დირექციის, დამრიგებლებისა  და მშობელთა კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით გახლდათ გაჯერებული: ჩატარდა შეჯიბრი ბიჭებისა და დედების მონაწილეობით, ასევე ბავშვებმა მშობლებთან ერთად დაამზადეს თაიგულები, საკუთარი ხელით შექმნეს მისალოცი ბარათები, შეასრულეს სიმღერები, ხოლო ბიჭებმა დედებთან ერთად იცეკვეს ვალსი.

„სკოლის დირექტორმა, ბერნიკ ჰოვსეფიანმა ყველა ქალბატონ - თანამშრომელს და ყველა დედას მიულოცა დღესასწაული და აღნიშნა, რომ ისინი არიან სიყვარულის, სიმტკიცის, უსაზღვრო მზრუნველობის განსახიერება. სწორედ მათი თავდადება და უპირობო სიყვარული ქმნის სამყაროს. მათი გულის სითბო ჩვენს ცხოვრებას ათბობს ყოველდღე. დედის სიყვარული არის ერთადერთი სიყვარული, რომელიც უპირობოა, დაუსრულებელი  და უანგარო. ყველა დედა გმირია.

პედაგოგმა ლამარა გრკიკიანმა მადლობა გადაუხადა დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს, ღონისძიების დასასრულს კი.ბავშვებმა მშობლებს ქოთნის ყვავილები აჩუქეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება