| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაზაფხულის შემობრძანებასა და „დედის დღეს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის, ნაბახტევის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა - I, III, V და VIII კლასების.მოსწავლეებმა ძვირფასს დედიკოებს მიულოცეს დღესასწაული დევიზით:- „სიკეთის, იმედის წყაროა დედა“.
თემატიკიდან გამომდინარე, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვა „ყვავილების ვალსი“; ასევე დაამზადეს მისალოცი ბარათები და აქვე არც საყვარელი დიდედები დავიწყებიათ, რომელთაც მიუძღვნეს სიმღერა - „ჩემი კარგი ბებია“.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დედის დღე საუკეთესო მიზეზია, რათა კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით მიმართონ დედას, ყველაზე ახლობელ ადამიანს და გადაუხადონ მადლობა თავდადებისათვის, ზრუნვისთვის, სინაზისთვის...
„ყველა პატარას პირველი სიტყვაა „დედა“. სწორედ დედაა ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა და რომლისთვისაც საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასები ვართ;.არც ერთ ქვეყანაში იმდენი სიტყვა არ მოიპოვება დედაზე, რამდენიც ქართულში - დედაენა, დედაქალაქი, დედასამშობლო, დედამიწა...
დედაა პირველი მასწავლებელი, შვილების მეგზური ცხოვრების გზაზე. დედის ბაგეებიდან გვესმის პირველი სიტყვა, პირველი სიმღერა… მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მშობლებს და კიდევ აღნიშნეს, რომ ყველა დედა გმირია“, - აღნიშნულია ნაბახტევის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების წამყვანები გახლდნენ მუსიკის პედაგოგი, მე-8კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე და პირველი კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე თედეშვილი; ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-3კლასის ხელმძღვანელი ლელა მჭედლიძე, მე-5კლასის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე და ხელოვნების პედაგოგი ანა ღამბარაშვილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა