TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ თავისუფალ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას!“ - საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში
07-03-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებისა და დირექციის ძალისხმევით, იღებენ საფუძვლიან განათლებას, აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა საგნის მიმართულებით, თემატურ აქტივობებს ატარებენ.

ამჯერად, გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების - მერაბ სიხარულიძისა და სალომე სიხარულიძის ორგანიზატორობით, ჩატარდა საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული.

1918-1921 წლებში საქართველოში ევროპული ტიპის სახელმწიფო შენდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებით, სადაც გარანტირებული იყო თითოეული მოქალაქის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებები. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ ქართველი ერის პროევროპული არჩევანი 70 წლით დაასამარა. ქართველი ერის ისტორიაში უმძიმესი ხანა დაიწყო...

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

1. სოსო სტურუას საავტორო ფილმის „სანდონრაე“- ჩვენება (ეს გახლავთ საგანმანათლებლო ჟანრის ფილმი 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ქრონიკებს ასახავს. მასში მოსწავლეები საინფორმაციო გამოშვების მეშვეობით ამბებს ცხელი წერტილებიდან გადმოსცემენ).

2.  ხელოვნებისა და ესთეტიკის  კათედრასთან ინტეგრაციით, მოეწყო გამოფენა ოკუპაციის თემაზე.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სკოლის დირექტორი ნონა სიხარულიძე, ხელოვნების მასწავლებელი ნათია ყაჭეიშვილი და მოსწავლე მარიამ გოგოლაძე, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

თეკლა ჩანტლაძე - მე-6 კლასი;

ნანა სიხარულიძე - მე-7 კლასი;

რატი სიხარულიძე - მე-5 კლასი;

ასევე ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაციაში - „საუკეთესო ტექნიკური შესრულება“, მე-7 კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ სიხარულიძის ნამუშევარმა - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, გაიმარჯვა.

3. მე-7, მე- 8 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სისხლიანი თებერვალი“

„შექმნილი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული აქტივობა-ოზურგეთის დრამატულ თეატრში მონო-სპექტაკლზე „ილია თანამდევი სული“.

კვირეულის ორგანიზატორები მადლობას უხდიან სკოლას ხელშეწყობისთვის, აქტივობებში ჩართულ ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს!!! გისურვებთ თავისუფალ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას!!!

ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ჟღენტი“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება