| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხვალ, ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ამ ლამაზ დღესასწაულს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში მიეძღვნა ლიტერატურულ-შემოქმედებითი ღონისძიება სახელწოდებით - „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი“.
მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები, წარმოადგინეს სპექტაკლი - „დედაშვილობა“ ( ნაწარმოებიდან - „ოთარაანთ ქვრივი“,), ასევე ინტერვიუ კინო-ფილმიდან - „მზე შემოდგომისა“.
ქალთა დღესთან დაკავშირებით, ასევე მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „8 მარტი და გაზაფხული ერთად მომილოცნია“, შექმნეს მისალოცი ბარათები - „გაზაფხული შემოსულა ლენ...“
ღონისძიების ხელმძღვანელობდნენ და ბავშვებს მხარში ედგნენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ ქუშაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ეთერი ქურდაძე, თინა კიკაძე, ირმა ქურდაძე, მუსიკის პედაგოგი მაია ნიკოლაიშვილი, ისტ-ს პედაგოგი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ყველაზე საყვარელ ადამიანებს - დედებსა და პედაგოგებს დღესასწაული მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა