TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ უამრავი საინტერესო ემოცია და დაუვიწყარი ბრძოლა გველოდება!“ - ბარდნალის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ტური ჩატარდა 
07-03-2025
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

მოსწავლეები ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებენ სხვადასხვა კონკურსებში, მათ შორის, მოსწავლეთა გუნდი „გამბედავები“ ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ ჩემპიონი და სუპერფინალის გამარჯვებულია საქართველოს მასშტაბით. 

გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს  ბარდნალის საჯარო სკოლის ინტელექტუალები წელსაც წელსაც აქიურად შეუერთდნენ. 

„ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის ჩემპიონატმა სტარტი უკვე აიღო.

ბარდნალის საჯარო სკოლაში კი შიდასასკოლო ეტაპი უკვე გაიმართა, რომელშიც სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო.

მოტივაციის გაზრდას მოსწავლეებში იმანაც შეუწყო ხელი, რომ გასულ წელს ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა გუნდი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ჩემპიონი გახდა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

თამაში მეტად საინტერესოდ და გამჭვირვალედ წარიმართა.

თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.

ორგანიზებას უშუალოდ სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი უწევდა. თამაშის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ კლასის დამრიგებლები.

ეს იყო სიხარულისა და ერთობის დაუვიწყარი წუთები.

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები სამივე ასაკობრივი ჯგუფიდან: მე-3 _ მე-5; მე-6 _ მე-8 და მე-9 _ მე-12 კლასებიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შემდგომ, მუნიციპალურ, ეტაპზე.

სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულ მოსწავლეებს და გამოთქვამს იმედს, რომ „ტვინიკოსები“ ამ წელსაც ისევე გაგვახარებენ, როგორც - გასულ წელს.

„წინ უამრავი საინტერესო ემოცია და დაუვიწყარი ბრძოლა გველოდება!“,- აღნიშნავს დირექტორი და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ოთხ ეტაპად იყოფა:

1) შიდასასკოლო;

2) მუნიციპალური; 

3) რეგიონული;

4) ფინალი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება