| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას საინტერესო ღონისძიებებითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით ეცნობიან.
ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში „მასლენიცას“ დღესასწაული აღნიშნეს.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ სლავური ხალხური ტრადიცია – „მასლენიცა“ – გააცოცხლეს მინი სპექტაკლით, ცეკვა-სიმღერითა და კოსტიუმირებული სანახაობით.
ღონისძიება მხიარულ და თბილ გარემოში ჩატარდა, სადაც მუსიკალური აკომპანიმენტები და კულინარიული პროდუქტი არავის დატოვებდა გულგრილს. მოსწავლეებმა ბლინებით, გაზაფხულის მოლოდინითა და სიხარულით გააცილეს ზამთარი.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ემილია ჭუჭულაშვილი აღნიშნავს, ეს აქტივობა სკოლისთვის სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობის მნიშვნელოვანი ტრადიციაა.
„გვჯერა, რომ მრავალფეროვანი ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის გააზრებასა და დახარისხებაში“,- დასძენს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა