TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი ტობანიერის საჯარო სკოლაში
06-03-2025
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

ამის ნათელი მაგალითია, IX კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, ქართულ ენასა და ისტორიაში, რომელსაც პედაგოგები ელგა რამიშვილი და ციცინო გაბუნია ხელმძღვანელობდნენ. 

შთამბეჭდავი გაკვეთილის შესახებ ინფორმაციას სკოლის წარმომადგენელი გვიზიარებს.

„არაერთხელ დამიწერია ინტეგრირებული გაკვეთილების სიკეთეებსა და უდიდეს მნიშვნელობაზე!დღევანდელი დღეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამ ყველაფრის!

მინდა გაგიზიაროთ IX კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, ქართულ ენასა და ისტორიაში.

თემა - ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა - „ბედი ქართლისა“. 

მოვისმინეთ თითოეული მოსწავლის შესრულებული კომპლექსური დავალებები, რომლებშიც ძალიან ვრცლად და საინტერესოდ საუბრობდნენ, თუ როგორ აისახა ქართველი მწერლის შემოქმედებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის თემა, ბრწყინვალედ დაუკავშირეს აღნიშნული ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტსა და თანამედროვეობას, იმსჯელეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო სათავეში მყოფი პირების გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის.

უაღრესად საინტერესო იყო თითოეული მათგანის მსჯელობა იმაზე, როგორი მძიმე არჩევანის წინაშე იყო იმ დროს ერეკლე II, როცა ქართველობა ზნეობრივად და სულიერად დაცემული იყო...

უამრავი საინტერესო გაკვეთილი და წარმატება დაგებედოთ - ელგა რამიშვილი და ციცინო გაბუნია, თქვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებელთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება